![„ქურდული ოცნება“ - ვინ და რატომ ეხმარება ივანიშვილს „ქურდული ოცნება“ - ვინ და რატომ ეხმარება ივანიშვილს](http://presa.ge/img/multimedia/a21722.jpg)
„ქურდული ოცნება“ - ვინ და რატომ ეხმარება ივანიშვილს
13:03:59     24-09-2012
„ქართული ოცნების“ ბელადის, ბიძინა ივანიშვილის, მოსკოვში მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდებისა და ყოფილი ქართველი ჩინოვნიკების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
მას შემდეგ, რაც სამოქალაქო ომთან, მკვლელობებსა თუ ყაჩაღობებთან ასოცირებულმა თენგიზ კიტოვანმა ივანიშვილს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა და განაცხადა“: „მე ჩემ სათქმელს მალე ვიტყვი საქართველოში“, ზედაპირზე კიდევ სამი კრიმინალური წარსულის მქონე ქართველის გვარი ამოტივტივდა...
ირკვევა, რომ განგსტერული საქართველოს თავდაცვის მინისტრის გარდა, „ქართულ ოცნებასა“ და მის ბელადს მხარს უჭერენ: კრიმინალური საქართველოს უშიშროების მინისტრი, ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებული იგორ გიორგაძე, „რკინის კაცი“ და კორუფციული საქართველოს სიმბოლო, კახა თარგამაძე და აჭარის ყოფილი „ლომი“, ასლან აბაშიძე.
უფრო მეტიც: მოსკოვში, ბიძინა ივანიშვილის „საქმეებს“ რუსულ „ფეესბეში“ სწორედ იგორ გიორგაძე კურირებს. ხოლო ასლან აბაშიძესთან რამდენიმე დღის წინ ჩავიდა ივანიშვილის „შიკრიკი“... დავალების დეტალები არ ხმაურდება...
ივანიშვილი, გიორგაძე და ე.წ. კანონიერი ქურდები
იგორ გიორგაძისა და ბიძინა ივანიშვილის ნომერ პირველი ამოცანა იყო: პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, საქართველოს ციხე-კოლონიებში მასობრივი ბუნტის, შიმშილობის დაწყება, რომელიც არეულობასა და ქაოსში უნდა გადაზრდილიყო.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. კანონიერ ქურდებთან „ქართული ოცნების“ საკითხებზე იგორ გიორგაძე ურთიერთობს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ გიორგაძე განაგებს რუსეთში მცხოვრები ემიგრანტების „ივანიშვილიზაციის“ პროცესსაც.
რუსეთში მიმოფანტული ათამდე ე.წ. კანონიერი ქურდი, ამჟამად ივანიშვილ-გიორგაძის განკარგულებაშია. კრიმინალური ავტორიტეტები, დიდძალი ფულისა და საკუთარი ქურდული მოთხოვნების სანაცვლოდ, მზად არიან „ქართული ოცნების“ რუსული ინტერესები გაატარონ - გამოიყენონ თავიანთი კავშირები საქართველოში მცხოვრებ ან დაპატიმრებულ „შავებთან“ და გამოაცხადონ საყოველთაო მობილიზიცია კრიმინალურ სამყაროში...
მართალია, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა, მოსკოვში უკვე ღიად საუბრობენ ბიძინა ივანიშვილისა და ე.წ. კანონიერი ქურდების ალიანსზე.
ივანიშვილი და თარგამაძე
ალბათ ბევრს უკვე აღარ გახსოვთ კორუმპირებული საქართველოს სიმბოლო, შს ყოფილი მინისტრი, კახა თარგამაძე, იგივე „რკინის კაცი“, რომელიც ხალხმა ჯართში ჩააბარა.
თარგამაძე დღეს მოსკოვშია და იქიდან ეხმარება „ქართულ ოცნებას“. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დავალება შს სამინისტროს თანამშრომლებში „სანდო ხალხის“ მოძებნა და ყოფილი პოლიციელების „ქართული ოცნების“ სამსახურში ჩაყენებაა.
კახა თარგამაძე, რომელიც უფრო ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მაგალითად შაქრო კალაშოვთან მეგობრობდა, ვიდრე კანონთან, დღეს ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მისი „ძველი გამოცდილება“ ივანიშვილს სიტუაციის არევაში დაეხმაროს.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არსებობს ვიდეო-მასალები, სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, კადრები, რომლიდანაც ცალსახად ირკვევა - თუ რა და როგორ იგეგმებოდა „ქართული ოცნების“ ლიდერთა მიერ. ვინ ეხმარებოდა და რა სახის დავალებები ჰქონდათ როგორც ე.წ. კანონიერ ქურდებს, ისე ყოფილ პოლიციელებსა თუ რუსეთში გაქცეულ ქართველ ჩინოვნიკებს.

და ბოლოს: კახა თარგამაძეს, თავის მხრივ, რუსეთის შს ყოფილი მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის მეგობარი რუშაილო აკონტროლებს. რუშაილოს და ივანიშვილს ერთობლივი ბიზნეს-ინტერესები აქვთ „დიდ რუსეთში“.
იხილეთ (გადადით ბმულზე): ე.წ. კანონიერი ქურდების ულტიმატუმი და თენგიზ კიტოვანის განცხადება