ჩინელი პროფესორის თვალით დანახული რუსეთი

  09:21:13     21-09-2012

ჩინურმა გაზეთმა Global Times–მა ცოტა ხნის წინ რუსეთში მოგზაურობიდან დაბრუნებული „მინზუს“ ჩინური უნივერსიტეტის პროფესორის სტატია გამოაქვეყნა. იმის გამო, რომ ეს პროფესორი შემდგომში კრემლმა „პერსონა ნონ გრატების“ სიაში არ შეიყვანოს და რუსეთში შესვლა არ აუკრძალონ, ჩინური გაზეთი მის სახელს და გვარს არ ასახელებს.

სტატიაში, რომლის სათაურია „კრემლისგან განსხვავებით, რუსულმა ისტორიამ რუსეთს მძიმე ეთნიკური დილემები დაუტოვა“, ჩინელი პროფესორი კერძოდ  წერს: „რუსეთში მუდმივად ხდება ეთნიკური კონფლიქტები. რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა მიმართულია ეთნიკური რუსების ჯგუფის გაძლიერებისკენ. თუმცა, თავად რუს ხალხს ურჩევნია „არარუსული“ პროტექტორატები დაკარგონ, ვიდრე რუსი ხალხის ეთნიკური სისუფთავე და ხასიათი დაანაგვიანონ“.

თავის დროზე რუსეთის მმართველები თავად რუსების სურვილის საწინააღმდეგოდ ცდილობდნენ შეექმნათ მცნება „საბჭოთა ხალხი“, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა.  საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად რუსეთი იმედოვნებდა სხვა რესპუბლიკების სახით ამ „ბალასტის მოცილებასა“ და ამით საკუთარი განვითარების დაჩქარებას.  თუმცა, ამან იგი ეკონომიკურ აყვავებამდე მაინც ვერ მიიყვანა, ხოლო ეროვნულ ნიადაგზე კონფლიქტები ისევ გადაუჭრელი დარჩა.

რუსეთში შეუწყვეტელი ეთნიკური კონფლიქტების მიზეზს ემსახურება  რუსების ხაზგასმული განსაკუთრებულობა, რომლებიც დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ უნიკალურ ერს წარმოადგენენ – არც ევროპელები არიან და არც აზიელები.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამჟამად განვითარების დაბალ საფეხურზე იმყოფება, რუსები მაინც მომავალი კონფლიქტებისთვის, იკრებენ ძალებს – მაგალითად, ნატოსთან. ამით ისინი შეუპოვრად ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ რუსეთი ყველაზე საუკეთესოა.

თუ რუსეთის „ბრწყინვალება და დიდება“ მის მიერ დაპყრობებისა და ტერიტორიული ექსპანსიების ისტორიაში დევს, ამჟამინდელი რუსეთის კრიზისი  დაიწყო მას შემდეგ, რაც იგი გაზავდა ამ „დამონებული“ ხალხით და ეს რუსებს მძიმე ტვირთად დააწვათ, ირწმუნება ჩინური გამოცემა Global Times.

ერთი სიტყვით, ჩინელი პროფესორის მოსაზრებით, რუსებს რუსეთის შემადგენლობაში „არარუსთა რესპუბლიკების“ ყოფნა არ სურთ.