თურქული ფახლავა
09:11:45     21-09-2012
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 500გრ.
გამაფხვიერებელი 1 ს/კ.
კარაქი 50გრ.
რძე 1 ჭიქა
კვერცხი 1ც.
ცოტა მარილი.
კვერცხი 2ც. წასასმელად.
კარაქი 250–300გრ. ცომებზე წასასმელად.
სიროფი:
შაქარი 1 ჭიქა
წყალი 1 ჭიქა
ცოტა ზაფრანა
1ც. ლიმონის კანი და წვენი სურვილისამებრ.
შიგთავსი:
გატარებული ნიგოზი 300გრ.
შაქარი 300გრ.
მომზადება:
კვერცხი აფთქვიფოთ, დავამატოთ რძე, მარილი, გამდნარი კარაქი, გამაფხვიერებელი, ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. მომზადებული ცომი გავყოთ 27 ნაწილად, თითოეული ნაწილი ცალ–ცალკე გავაბრტყელოთ თხლად, მრგვალად, წავუსვათ დარბილებული კარაქი, მოვაყაროთ ნიგოზი, შაქარი (კარაქი, ნიგოზი და შაქარი უნდა გადავანაწილოთ 27 ცომზე), ცომის კუთხეში დავდოთ გრძელი ფანქარი ან იაპონური საჭმელი ჩხირი, გადავახვიოთ ცომი, შიგთავსით, ფანქარზე რულეტივით, გადახვეული ცომი, ორივე მხრიდან მივწიოთ ხელით რათა ნაოჭები გაუკეთდეს ცომს და შემდეგ ფანქარი გამოვაცალოთ. მომზადებული რულეტები დავაწყოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, თითოეულს წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, შევდგათ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ 20 წუთი. შემდეგ გამოვიღოთ აირღუმელიდან, წავუსვათ დაახლოებით 50გრ. გამდნარი კარაქი, შევდგათ კვლავ აირღუმელში და ვაცხოთ 50 წუთი, ტემპერატურას დავუწიოთ 180*–მდე. მომზადებულ ფახლავას მოვასხათ ცხელი სიროფი და გავაჩეროთ ფორმაზე 2–3 საათი (რათა სიროფი კარგად გაუჯდეს).
სიროფის მომზადება:
შაქარს დავამატოთ წყალი, ზაფრანა, გახეხილი ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი და კარგად ავაადუღოთ.