საქალაქო სასამართლომ ათ საჯარო მოხელეს პატიმრობა შეუფარდა

  11:46:59     20-09-2012

საქალაქო სასამართლომ დაკავებულ ათ საჯარო მოხელეს ბრალი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით წაუყენა. ყველა მათგანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამრთლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

საჯარო მოხელეებიდან 6 მათგანს ბრალი ადამიანის წამების მუხლით წაუყენეს. ესენი არიან ლევან ფურცხვანიძე -  გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, ოლეგ ფაცაცია - გლდანის მე-8 საპყრობილის  რეჟიმის განყოფილების უფროსი, გელა ცომაია - გლდანის მე-8 საპყრობილის ოპერატიული მორიგე, ლევან ფხალაძე - გლდანის მე-8 საპყრობილის კონტროლიორი და ბორის ფარულავა - გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი.  

ოთხ მათგანს კი, ბრალი წარედგინა პატიმრებისთვის აარადამიანურ მოპყრობასა და მათი ღირსების შელახვაში.

ამ მუხლით საქალაქო სასამართლომ ბრალი წაუყენა გაგა მკურნალიძეს, რომელიც  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, ასევე დავით ხუჭუას, გლდანის მე-8 საპყრობილის დირექტორს, გიორგი კვარაცხელიას - გლდანის მე-8 საპყრობილის რეჟიმის უფროს ინსპექტორსა და მანუჩარ ლომთაძეს, რომელიც  გლდანის მე-8 საპყრობილის კონტროლის ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.  

საქალაქო სასამართლოში შედეგი პროცესი 8 ნოემბერს ჩაინიშნეს.

გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე პროცესზე არ გამოცხადდა. ის ამ დროისთვის ძებნაშია. მას სასამართლომ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.