ფული კუკავასაც ანათებს...
17:18:23     17-09-2012
ახლა ის სეზონია, ვისაც არ ეზარება, ყველა რომ ფულს შოულობს, ბიძინას ხარჯზე. ოლიგარქი, თავისი ნებით რომ უფეშქაშებდა ფულს გარემოცვას, ეს ერთი, მაგრამ მეორეა, შანტაჟის გზით მიღებული მილიონები.
ბოლოს ასეთი გახმაურებული, შანტაჟის ელემენტების შემცველი ნაბიჯები, ორმა მოპოლიტიკოსო პერსონამ გადადგა. მავანი ალბათ იტყვის, კახა კუკავა და სანდრო ბრეგაძე ოლიგარქს თუ წველიან, რა მოხდა მერეო, მაგრამ ვინაიდან ჩვენი მოვალეობა თქვენი ინფორმირებაა, მივყვეთ მოვლენებს...
ეპიზოდი: კუკავა
კახა კუკავა რა „ღვაწლმოსილი“ პოლიტიკოსიცაა, ყველამ იცის. ხან თეთრ დათვზე ამხედრებული დაქრის ცივ რუსეთში, ბეწვის საყელოიანი მანტოთი, ხან თეთრ რაშზე შემხტარი იპყრობს „პოლიტიკის მწვერვალებს“.
კახა კუკავა კარგა ხნის განმავლობაში „ეჩალიჩებოდა“ ოლიგარქს რომ ერთი მილიონი მისთვისაც გადაეგდო. ბიძინას რატომღაც, მაინცდამაინც კუკავაზე გაუჩნდა ეკონომიის გაწევის სურვილი. შეიძლება თვალშიაც ეპატარავა და ამიტომაც ყოველ ეტაპზე რჩებოდა ხელცარიელი.
ბოლოს, კუკავამ ოლიგარქის კრიტიკას მიჰყო ხელი. აკრიტიკა იქამდე, ვიდრე ოლიგარქმა თავისთან არ იხმო და გარიგებაც შედგა. კახა კუკავას ბანკ „ქართუდან“ მისცა მილიონიანი კრედიტი...
კუკავაც გაჩუმდა. აღარ აკრიტიკებს ოლიგარქს. ხუთკუნჭულასავით მოხერხებული კაცია კუკავა. ახლა იმ უპროცენტო მილიონს ორ მილიონად აქცევს, ერთ თვეში ბიძინა მაინც საქართველოდან გაიქცევა და დარჩება მილიონერი. ამიტომაც ემალება „პრესა.ჯი“-ს და არ გვცემს პასუხს კითხვაზე - რატომ მისცა ივანიშვილმა მილიონიანი კრედიტი...
ეპიზოდი: ბრეგაძე
სანდრო ბგერაზე მრავალჭირნანახი კაცია. ასლან აბაშიძეც კი ჰყავს ნანახი. თან ცოცხალი ასლანი. ყოველთვის იცოდა საქმის სათავისოდ მოკვარახჭინება. აბა გიორგი თარგამაძისნაირ მოქნილ პოლიტიკოსს რომ ასლან აბაშიძის კარზე საქმეს გაუფუჭებ, ჩვეულებრივი გაქანების კაცი არ უნდა იყო.
ბრეგაძის მარიფათი და შნო მარტო ასლანის კარზე ინტრიგების ხლართვით არ შემოფარგლულა. სანდრომ ივანიშვილის კარზეც ხლართა ინტრიგები... თუმცა, იგი ყოველთვის ახერხებს წყლიდან მშრალად გამოსვლას. ეს თუ ვიღაცის (მაგალითად გია ჟორჯოლიანის) ჩაძირვის ხარჯზე ხდებოდა, ეს რა სალაპარაკოა?
სანდრო ოლიგარქს შეუჩნდა. იფიქრა, ყველა ბრიყვს აფინანსებს და მე ვისზე ნაკლები ვარო. ოლიგარქმა აშკარად ვერ გათვალა, როცა სანდრო ბრეგაძესთან ხუმრობა დააპირა და ის საარჩევნო სიის მიღმა დატოვა. შედეგად გაბოროტებული სანდრო ბრეგაძე მიიღო, სარკაზმითა და კრიტიკით (საგაზეთო ინტერვიუები).
ოლიგარქს სუსტი ნერვები აქვს. კრიტიკაზე მძიმედ რეაგირებს და ბრეგაძემაც ეს გათვალა, როცა მის ლანძღვას მიჰყო ხელი. ოლიგარქი ისევ დათმობაზე წავიდა და რამდენიმე დღის წინ სანდრო ბრეგაძე თავისთან მიიწვია.
რაზე ილაპარაკეს ორი საათი ოლიგარქმა და ასლანისტმა სანდრომ, ვერ გეტყვით. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ბრეგაძე ბიძინას კაბინეტიდან ბედნიერი გამოვიდა. რას იზამ, ფული ჯოჯოხეთს (კუკავასაც) ანათებს და მაშხალებს რაღას უზამს?
„პრესა.ჯი“: ივანიშვილმა საარჩევნო სიის მიღმა დაგტოვათ, რის შემდეგაც მისი კრიტიკა დაიწყეთ... თუმცა, რამდენიმე დღის წინ პირადად შეხვდით და თქვენი ტონი ივანიშვილის მისამართით კვლავ შიცვალა, დაგპირდათ რამეს?...
სანდრო ბრეგაძე: მე არსად წავსულვარ, ვრჩები ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით, დეპუტატის მანდატზე უარი ვთქვი. სიაში ჩემი ინიციატივით არ ვარ.
- ოლიგარქთან შეხვედრის შესახებ გვიამბეთ...
- ადრეც მისაუბრია ბატონ ბიძინასთან... ჩვეულებრივი სახის შხვედრა იყო. ამაში საეჭვო არაფერია. ვისაუბრეთ რომ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლის ხმა...
- კოალიცია „ქუჩის აქციებზე“ ალაპარაკდა, გავლენ „ზვიადისტები“ ქუჩაში?
- ივანიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ქუჩაში გასვლა საჭირო არ გახდება, თუ არევნები გაყალბდა, მოქალაქეობრივ ვალს შევასრულებთ და გავალთ...
- გავრცელებული ინფორმაციით, იმის სანაცვლოდ, რომ თქვენ ივანიშვილის კრიტიკა შეგეწყვიტათ, ოლიგარქმა ფული შემოგთავაზათ...
- კარგად ბრძანდებოდეთ...