იტალიური ნამცხვარი
08:37:09     17-09-2012
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 300გრ.
შაქარი 120გრ.
მარგარინი 120გრ.
კვერცხი 2ც.
გამაფხვიერებელი 1/2 პაჩკა
გახეხილი ცედრა (ფორთოხლის კანი) 1/2 ფორთოხლის
ცოტა მარილი.
კრემი:
გახეხილი ცედრა (ფორთოხლის კანი) 1/2 ფორთოხლის
1ც. ფორთოხლის წვენი
კარაქი 100გრ.
შაქარი 140გრ.
კვერცხი 4ც.
ბეზე:
კვერცხის ცილა 3ც.
შაქარი 3 ს/კ.
მომზადება:
პურის ფქვილს დავამატოთ შაქარი, გამაფხვიერებელი, მარილი, ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ კვერცხი, დარბილებული მარგარინი, ფორთოხლის ცედრა და მოვზილოთ ცომი. შევდგათ მაცივარში (საყინულეში) 1 საათით. მოვამზადოთ ფორთოხლის კრემი: ავთქვიფოთ კვერცხი, შაქარი და დარბილებული კარაქი, შემდეგ დავამატოთ ფორთოხლის წვენი, ცედრა და კარგად ავთქვიფოთ. გამოსაცხობ ფორმაში ჩავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი და წავუსვათ კარაქი, შემდეგ ფორმაში მოვათავსოთ ცომი და ფრთხილად გავათანაბროთ ზედაპირი. გამოვაცხოთ 10 წუთი. შემდეგ ცომზე მოვათავსოთ ფორთოხლის კრემი და გამოვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში. მოვამზადოთ ბეზე: კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შემდეგ დავამატოთ შაქარი და კვლავ ავთქვიფოთ. მომზადებული ბეზე მოვასხათ ნამცხვარს და ვაცხოთ კიდევ 10–15 წუთი. როდესაც ბეზეს თავი მოებრაწება ნამცხვარი მზადაა.