რატომ გააგზავნა ნაცვლიშვილმა ყანდიაშვილი მოსკოვში?
21:26:39     16-09-2012
„ქართული ოცნების“ წევრი, „რესპი“ და უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ვიდრე ოცნებას დაიწყებდა, „თეთრი ლექსებით“ იყო გატაცებული, მოსკოვს კოკა ყანდიაშვილის დახმარებით უგზავნის „რაპორტებს“...
ბიძინასთან კონსულტაციების შემდეგ, ნაცვლიშვილი კიევს სტუმრობს, სადაც შევარდნაძის კარის ჟურნალისტს, კოკა ყანდიაშვილს ხვდება. ეს უკანასკნელი კი, მაშ შემდეგ, რაც ნაცვლიშვილისგან მორიგ დირექტივებს მიიღებს, მოსკოვში გარბის...
ბოლოს, ნაცვლიშვილმა ყანდიაშვილი კიევში, პრეზიდენტ სააკაშვილზე ნეგატიური კლიპების გადაღების მოთხოვნით მოინახულა. ვერ გეტყვით, რამდენს დაპირდა ივანიშვილი ნაცვლიშვილის მეშვეობით შევარდნაძის კარის ჟურნალისტს. თუმცა, კოკა მაშინვე მოსკოვში გაქცა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ კლიპები უნდა დაამზადოს, რა თქმა უნდა, მისი რუსი კოლეგების დახმარებით.
ყანდიაშვილი ნაცვლიშვილთან შეხვედრებს არ მალავს. შევარდნაძის ფავორიტი არც იმას უარყოფს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის. მეტიც, ყანდიაშვილის აზრით, საქართველოს ხელისუფლება „სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს“.
თუმცა, ნაცვლიშვილი ფრთხილობს. სავარაუდოდ იმის გამო, რომ უშიშროებაში ნამუშევარია და ზუსტად იცის, როგორ შეიძლება დაკვალიფიცირდეს მისი ქმედება. სისხლის სამართლის კოდექსს თავი რომ დავანებოთ, რამდენად მორალურია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ნეგატიური კლიპების დაკვეთა ოკუპანტი სახელმწიფოსთვის?
„პრესა.ჯი“ ეცადა ლაშა ნაცვლიშვილის პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა, მან დუმილი ამჯობინა და პასუხი არ გაგვცა კითხვაზე - რატომ და ვისი ფულით გააგზავნა კოკა ყანდიაშვილი მოსკოვში, პრეზიდენტ სააკაშვილზე ნეგატიური კლიპების გადასაღებად...