რეაბილიტირებული თელავისა და ყვარელის პრეზენტაცია

  09:12:17     15-09-2012

დღეს, 15 სექტემბერს, რეაბილიტირებული თელავის, 16 სექტემბერს კი ყვარელის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.

15 სექტემბერს თელავში, ნადიკვარის პარკში, 12:00-იდან 18:00 საათამდე ატრაქციონები უფასო იქნება, ასევე გაიმართება საცირკო წარმოდგენა და უამრავი გასართობი ღონისძიება ბავშვებისთვის. ერეკლეს მოედანზე 14:00-იდან 19:00 საათამდე წარმოდგენები გაიმართება. შესაძლებელი იქნება კახური ღვინოს და კერძების დაგემოვნება. 17:00 საათიდან განახლებულ ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოეწყობა ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. 18:00 საათიდან ერეკლეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება აქცია "ჩაიფიქრე შენი სურვილი ბებერ ჭადართან". 19:30 საათზე ღონისძიებებს "ჯიფსი კინგის" ახალი თაობის "Less new gypsies"-ის გრანდიოზული კონცერტი დაასრულებს.

16 სექტემბერს ყვარელში, გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებები და თეატრალიზებული წარმოდგენები გაიმართება. 19:00 საათზე ყვარელის განახლებულ ციხეში სუხიშვილების ანსამბლი და გიორგი უშიკიშვილის გუნდი "ლაშარი" კონცერტს გამართავენ.

ghn