
ეკა ხერხეულიძე: ბიძინა ივანიშვილი ევროპელებისთვის სანდო პარტნიორი არ არის
15:45:24     14-09-2012
ბიძინა ივანიშვილმა მორიგი სკანდალური ინტერვიუ, ინტერნეტ გამოცემა „ფრანკ პრესს“ მისცა. ინტერვიუში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი 2008 წლის მოვლენებზე პასუხისმგებლობსა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკისრებს. საუბრისას, ივანიშვილი პუტინისადმი კეთილგანწყობას არ მალავს.
„მე არ მინდა ვაკრიტიკო პუტინი, რადგან არ მინდა დავემსგავსო სააკაშვილს და ვაკრიტიკო დიდი ქვეყანა... როგორ შეიძლება ვაკრიტიკოთ პუტინი, როდესაც ჩვენ სააკაშვილი გვყავს?“,- აცხადებს ივანიშვილი.
გამოცემასთან საუბრისას „ქართული ოცნების“ ლიდერი არ შემოიფარგლა პრეზიდენტის უბრალო კრიტიკით და ის უცენზურო ტერმინებითაც მოიხსენია.
ივანიშვილის ბრალდებაზე „პრესა.ჯი“ უმრავლესობის წევრ ეკა ხერხეულიძეს ესაუბრა.
პრესა.ჯი: ივანიშვილმა, „პრანკ პრესთან“ საუბრისას რუსეთთან ომის პროვოცირებაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა...
- ამ და სხვა განცხადებებმა ივანიშვილის პოლიტიკური ინტელექტი კარგად დაანახა საზოგადოებას. მერე უკვირთ რატომ აქვთ ყველა საერთაშორისო გამოკითხვით დაბალი რეიტინგი. ამ შეურაცხყოფელ გამოვლინებებზე ჩემი დამოკიდებულება უერთდება იმ ურიცხვი ადამიანების პოზიციას, რომელნიც ფიქრობენ, რომ ივანიშვილი თავის პოლიტიკით ქვეყანას წარსულში დააბრუნებს. ხალხი დღეს ხედავს იმ პროგრესს, რომელსაც მმართველმა გუნდმა ბოლო 8 წლის განმავლობაში მიაღწია. რაც შეეხება მის სიმპატიებს რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, ამაში არაფერი ახალი არ არის. ივანიშვილი თავის გამოსვლებში ყოველთვის ცდილობს წინადადება ისე დააწყოს, რომ რუსეთს ოკუპანტი არ უწოდოს, ეს მაშინ როცა ცივილიზებულ სამყაროში ეს ტერმინი დამკვიდრდა. მან თავი პირველ გამოსვლაში ცალსახად თქვა რომ რუსეთს ქვეყნის დეოკუპაციაზე არ უნდა ვუყიჟინოთ.
–არჩევნების საკითხს შევეხოთ, ივანიშვილს საქართველოში მყოფმა სადამკვირვებლო მისისების ხელმძღვანელებმა არაერთხელ მოუწოდეს, არჩევნების შედეგებს პატივი სცეს, თუმცა ივანიშვილი ჯერ არშემდგარ არჩევნებს უნდობლობას უცხადებს, დღეს შტეფან ფულემ ანალოგიური მოთხოვნა წაუყენა „ქართული ოცნების ლიდერს...
- მედიიდან გავიგე, რომ ევროკომისარმა ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ლეგიტუმურად აღიარებულ შედეგების აღიარებისკენ მოუწოდა. საუბარი იყო შესაძლო შეხვედრაზეც თუმცა აჯობებს ამ თემაზე კომენტარი ამ ორ ადამიანს სთხოვოთ, მე შემიძლია, გითხრათ რომ თუ ვინმეს ინტერესებში შედის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება ეს მმართველი გუნდია.
ზოგადი შეფასებით კი როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია მოგიწოდებს, რომ აუცილებლად უნდა აღიარო შედეგები და მოითხოვს ეს ოფიციალურად დაადასტურო ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი ევროპელებისთვის სანდო პარტნიორი არ არის.
–კიდევ ერთი უცნაური განცხადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, კოალიციის დაშლას ეხებოდა, რომელიც მეორე დღეს თვითონვე უარყო, თქვენი აზრით რა შანსები აქვთ ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულ ძალებს, ერთიანობა შეინარჩუნონ?
- სიტყვა კოალიცია თავის მინიშვნელობით გულისხმობს იმას, რომ გაერთიანება არჩევნების შემდეგ უნდა დაიშალოს, - ეს ნორმალურია, თუმცა არანორმალურია ის ფაქტი, როდესაც პოლიტიკური ლიდერი ხელისუფლებაში მოსვლამდე აკეთებ მსგავს განცხადებას და ამბობ, რომ შენი კოალიცია დაშლისთვის განწირულია.
ივანიშვილის გარშემო იმდენი განსხვავებული პოლიტიკური პლათფორმის პოლიტიკური პარტია და ადამიანია გაერთიანებული, რომ ეტყობა ის მათაან თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ნათელია რომ კოალიცია მას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან და მმართველ გუნდთან დაპირისპირებისთვის სჭირდება. სამომავლოდ მათთან დაკავშირებით გეგმები არ აქვს.
კოალიციაში შემავალ სუბიექტებს გადავხედოთ, ეს ადამიანები ვერასდროს ახერხებენ ბოლომდე ერთად ყოფნას. ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი კარგად იცის და ამიტომ აკეთებს მსგავს განცხადებებს.