
კაიროში, აშშ–ის საელჩოზე თავდამსხმელები დააკავეს...
11:59:55     13-09-2012
სააგენტო Reuters–ის ცნობით, ეგვიპტის პოლიციამ ამერიკის შერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრაში 4 ეჭმიტანილი პირი დააკავა.
გამოძიებელთა მონაცემებით, 11 სექტემბრის მშვიდობიანი მასობრივი საპროტესტო აქციის დროს, რომლის მონაწილენიც აღშფოთებას გამოხატავდნენ ისლამის საწინააღმდეგო ფილმის გამოსვლის გამო, რამდენიმე მათგანი საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრა.
ყველა დაკავებული უკვე გადაეცა ეგვიპტის პოლიციას. პოლიციამ თავის მხრივ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრძელდება კიდევ რამდენიმე პირის ძებნა, რომლებიც აქციის დროს აშშ–ს საელჩოს კედლებზე გადაძვრნენ.
მანამდე, ერთი დღით ადრე, მუსულმანთა ჯგუფი, რომელიც პროტესტს აცხადებდა ისლამის შეურაცხმყოფელი ფილმის ჩვენების გამო, თავს დაესხა აშშ–ის საელჩოს. თავდამსხმელები დიპლომატიური წარმომადგენლობის კედლებზე გადაძვრნენ, იქიდან აშშ–ის დროშა მოხსნეს და მის ნაცვლად „ალ–ქაიდას“ დროშა ჩამოკიდეს.
ანალოგიური აქცია ჩატარდა ლიბიის ქალაქ ბენღაზიშიც, რომელიც ოთხი ადამიანის, მათ შორის ლიბიაში აშშ–ის ელჩის, კრისტოფერ სტივენსის მკვლელობით დასრულდა.
ეგვიპტეში მოძრაობამ „ძმები–მუსულმანები“ თავის მომხრეებს მოუწოდა უახლოეს დროში შეკრებილიყვნენ ფილმის საწინააღმდეგოდ მასობრივი მშიდობიანი მარშის ჩასატარებლად. მოსალოდნელია, რომ მასში ათობით ათასი კაცი მიიღებს მონაწილეობას.
ამასობაში მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია ლიბიაში აშშ–ის ელჩის, კრისტოფერ სტივენსის დაღუპვის დეტალების თობაზე.
საკონსულოზე თავდასხმის მომენტში კრისტოფერ სტივენსი შენობაში არ იმყოფებოდა. თუმცა ლიბიის ხელისუფალთა ცნობით, როგორც კი თავდასხმის შესახებ შეიტყო, იგი მაშინვე იქ გამოცხადდა და პერსონსალის ევაკუაციას ცდილობდა. თუმცა, სამწუხაროდ, ამას შეეწირა. მედიკოსთა ცნობით, რომლებმაც კრისტოფერ სტივენსის ცხედარი დაათვალიერეს, ირწმუნებიან, რომ იგი მხუთავი გაზით დაიხრჩო. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი საათის მანძილზე მის გადარჩენას ცდილობდნენ, ეს ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ კრისტოფერ სტივენსი ლიბიაში ელჩად მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში დაინიშნა. მანამდე იგი ბარაკ ობამას ემისრად მუშაობდა ლიბიის ახალ ხელისუფლებასთან კავშირების დამყარების საკითხებში. იმ დღეს კრისტოფერ სტივენსი ბენღაზიდან ტრიპოლიში ხანმოკლე ვიზიტით ჩავიდა იქ აშშ–ის კულტურული წარმომადგენლობის გასახსნელად.
ამჟამად მისი და სხვა დაღუპული ამერიკელების ცხედრები პრიპოლიშია, სამშობლოში გადასვენების მოლოდინში.