
სექსზე უარის შემდეგ, მამაკაცმა გოგონა მოკლა და მოჭრილი თავით ფეხბურთი ითამაშა
22:07:32     12-09-2012
უკრაინაში სასტიკი მკვლელობის საქმეს იძიებენ. 21 წლის სერგეი ვირდაჟკომ თანასოფლელი, 26 წლის იულია მოკლა, ამის შემდეგ კი მისი სხეული დაანაკუწა. დამნაშავე დაკავებულია და სავარაუდოდ, სამუდამო პატიმრობა ემუქრება, რადგან სამართალდამცველები ჩადენილი სისასტიკით შოკირებულები არიან: ვირდაჟკომ მოჭრილი თავით ფეხბურთი ითამაშა.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სერგეიმ იულია სახლში გააცილა, გზაში კი მათ შორის უსიამოვნო საუბარი ჩამოვარდა. მამაკაცი ქალთან ახლო ურთიერთობას ითხოვდა და იულიას უარმა ისე გააღიზიანა, რომ დაარტყა.
ქალი წაიქცა და კივილი ხალხს რომ არ გაეგონა, ვირდაჟკომ მას თავში ჩაარტყა. ამის შემდეგ კი დანა ამოიღო და სადაც მოხვდებოდა, იქ ურტყამდა იულიას. მიცვალებულს მარტო გულის არეში 10 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
მაგრამ გაცოფებული მამაკაცის სისასტიკე მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა. მას ქალს ჯერ მკერდი მოაჭრა, მერე კი - თავი, რომელიც სოფლის მეორე ბოლოში, გორაობით, როგორც ამბობენ, ფეხბურთის თამაშით მიიტანა და დატოვა.
ცხედარი სრულიად შემთხვევით სოფლის ქალებმა იპოვეს. ისინი ერთ-ერთის ნასვამ ქმარს ეძებდნენ და ტყეში შევიდნენ. სწორედ ამ დროს გადააწყდნენ საშინელ სურათს. თავმოჭრილი ტანი ერთ-ერთმა ქალმა იცნო - ხელის თითზე დამახასიათებელი ფრჩხილით.
იულიას მხოლოდ ერთი 8 წლის ვაჟიშვილი დარჩა. ქალი მეზობლებმა მალევე დაკრძალეს და მკვლელის ძებნაც დაიწყო. თავად სერგეი ვირდაჟკოსაც სოფელში კარგად იცნობენ. ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ უმუშევარია და სვამს, ნასვამ მდგომარეობაში კი მშობლებსაც არ ინდობს. ამიტომ ის დედ-მამამაც მიატოვა და მარტო ცხოვრობდა. ამასთან, მამა მკვლელობის გამოა ნასამართლევი.
ახლა ვირდაჟკოს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ, რის საჭიროებასაც არასპეციალისტებიც ხედავენ. ჩადენილი მკვლელობის შემდეგ, მამაკაცი, სრულიად მშვიდ მდგომარეობაში სახლში მივიდა და მოსვენებას მიეცა და არსად უფიქრია გაქცევა და დამალვა.
ის სამართალადამცველებს შინ დახვდათ. კინოლოგებისა და სპეციალური ლაბორატორიის ადგილზე მიტანის შემდეგ ბოროტმოქმედის კვალი მალევე აიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ვირდაჟკომ კვალის არევაზე წინასწარვე იზრუნა: სისხლიანი ტანსაცმელი მიწაში ჩამარხა, დანა გარეცხა და სილაში ჩამარხა, ფრჩხილებიც კი დაიჭრა, რომ სისხლის კვალი არ დარჩენილიყო. თუმცა ექსპერტიზამ ყველაფერი მარტივად გაარკვია.
მკვლელი იძულებული გახდა დანაშაული ეღიარებინა. ახლა სახვეწარი აქვს, რომ სამუდამო პატიმრობა 15-წლიანი თავისუფლების აღკვეთით შეუცვალონ.