
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი, დომინიკ დე ვილპენი დააპატიმრეს
16:31:17     12-09-2012
ფრანგული გაზეთ Le Mond–ის ცნობით, 11 სექტემბერს საფრანგეთის პოლიციამ დააკავა ქვეყნის ყოფილი პრემიერ–მინისტრი დომინიკ დე ვილპენი. გამოცემის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი ამჟამად პარიზის მე–16 კომენდატურის ჟანდარმერიის საკანში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მან ჟანდარმერიას ახსნა–განმარტებები უნდა მისცეს ჯგუფი Relais & Chateaux (რელე და შატო), რომლის რომელიც დამოუკიდებელი რესტოტნებისა და სასტუმროების ასოციციაა, საქმესთან დაკავშირებით. ცნობისათვის, ასოციაცია Relais & Chateaux 1954 წელს საფრანგეთში დაფუძნდა და იგი ამჟამად მსოფლიოს 60–ზე მეტ ქვეყანაში 500–ზე მეტ დამოუკიდებელ რესტორანსა და სასტუმროს აერთიანებს.
როგორც Le Mond განმარტავს დომინიკ დე ვილპენის დაკითხვაზე გამოძახების მიზეზი კი გახლდათ ის, რომ „პარიზელ გამომძიებლებს აინტერესებდათ, 2005–2007 წლებში პრემიერობისას, რა შეეძლო მოემოქმედებინა დომინიკ დე დე ვილპენს დახმარებოდა თავის მეგობარს, ღეჯი ბულოს, რათა მას სასჯელი თავიდან აეცილებინა. ჩანაწერში ყოფილი პრემიერი მეგობრის წინაშე ტრაბახობდა, რომ მან Relais & Chateaux–ს ახალი აიძულა ბულოს მაქინაციების შესახებ პოლიციისთვის არ ეცნობებინათ.
ყოფილი პრემიერის დაპატიმრებამდე ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბერში სტრსბურგის ჟანდარმერიამ დააკავა დომინიკ დე ვილპენის ახლო მეგობარი, ამ ჯგუფის ყოფილი თავკაცი, რეჟი ბულო, რომელსაც „ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შემადგენლობაში თაღლითობა“ ბრალდებოდა. გამოძიების მონაცემებით, რეჟი ბულომ დოკუმენტების განადგურებითა და უკანონო ოპერაციების შედეგად 2002–დან 2008 წლამდე პერიოდში 1,6 მილიონი ევრო მოიპარა.
გამოძიების მტკიცებით, მათ გააჩნიათ დომინიკ დე ვილპენისა და რეჟი ბულოს სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, სადაც საფრანგეთის მთავრობის ყოფილი მეთაური Relais & Chateaux–ს ახალ ხელმძღვანელობას აიძულებდა პოლიციისთვის არ ეცნობებინათ რეჟი ბულოს მაქინაციების შესახებ. „მათ (მხედველობაშია Relais & Chateaux –ხელმძღვანელობა) ათჯერ მეტი შიში ვაჭამე, ვიდრე ეს წარმოედგინათ“, – უთქვამს მაშინ დე ვილპენს.
თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეჟი ბულო მაინც დააპატიმრეს, მაგრამ მიმდინარე წლის ზაფხულში 7 თვის წინასწარი პატიმრობის შემდეგ რეჟი ბულო გაათავისუფლეს.
რაც შეეხება თავად დომინიკ დე ვილპენს, იგი მეხუთე რესპუბლიკის მე–18 პრემიერ–მინისტრი გახლდათ ჟაკ შირაკი პრეზიდენტობის დროს. აქამდე იგი აცხადებდა, რომ Relais & Chateaux–ს საქმესთან არაფერი აკავშირებს. თუმცა ახლა ამას უკვე გამოძიება დაადგენს.