რას მალავს ლერი ხაბელოვი?

  15:49:37     12-09-2012

ლერი ხაბელოვს ან უჩინმაჩინის ქუდი აქვს ან თაღლითია. მან გარკვეული ხნის წინ, საქართველო ქართული პასპორტით დატოვა. იგი ახლა საქართველოშია. ამაში, უცნაური რა უნდა იყოს? საქმე ის გახლავთ, რომ ლერი ხაბელოვის, როგორც ასეთი სულიერი არსების, ინდივიდის, პიროვნების, მოქალაქის შემოსვლა ქვეყნის ტერიტორიაზე, არ ფიქსირდება. 

არადა, ეს კაცი საქართველოშია. ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი არ გადმოუკვეთია. მაინც რა უნდა იყოს? როგორც ვთქვით, ბიძინა ძალიან მდიდარია, მაგრამ არც ისეთი, რომ ხაბელოვისთვის, ერთი კაი უჩინმაჩინის ქუდი ეყიდა. მაშ როგორ მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქე ხაბელოვი, „თავისი ოცნებისტური მეობით და რუსული გაგებით“?  

ამის ორი გზა არსებობდა. ერთი ის, რომ მას აქვს ყალბი პასპორტი, სხვა სახელით და გვარით და ამ ყალბი პასპორტით გადმოკვეთა საზღვარი. არის მეორე ვარიანტიც: ლერი ხაბელოვი ცხინვალის გავლით გადმოვიდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არალეგალურად.

ამ ორი ვარიანტიდან, რომელი გამოიყენა ლერი ხაბელოვმა, ამაზე პასუხი თავად უნდა ჰქონდეს, თუ არადა შესაბამისი ორგანოები უნდა ეცადონ უპასუხონ კითხვას: როგორ მოხვდა ლერი ხაბელოვი საქართველოში, ისე რომ მისი შემოსვლა მესაზღვრეებს არ გაუგიათ?  

„პრესა.ჯი“ ლერი ხაბელოვს დაუკავშირდა, მან ჩვენი შეკითხვა მოისმინა. თუმცა, მას შემდეგ, რაც შეიტყო რისთვის ვურეკავდით, განგვიცხადა, რომ ძალიან ცუდად ესმოდა ჩვენი ხმა და კითხვებისთვის თავის არიდებას შეეცადა.

"presa.ge": ახლა საქართველოში ხართ. რუსეთიდან როგორ შემოხვედით? როგორც ვიცით, არ არის დაფიქსირებული თქვენი შემოსვლა. სხვისი სახელით და გვარით შემოხვედით, თუ ცხინვალიდან შემოიპარეთ? 

ლერი ხაბელოვი: ალო, ალო, რაა? უკაცრავად, თქვენ ვინ ხართ? რატომ გაინტერესებთ ეს? ალო...

- მხოლოდ ერთი ფაქტის გადამოწმება გვინდა, როგორ მოახერხეთ ქვეყანაში შემოსვლა ისე რომ არ დაფიქსირებულხართ საზღვარზე? 

- ჩვენს პრეს–ცენტრს დაუკავშირდით და ისინი გეტყვიან. ალო, ალო...

- თქვენმა პრესცენტრმა, შესაძლოა, არც იცოდეს ეს ამბავი... 

- მე როგორ შემოვედი საქართველოში?

- დიახ, სწორედ ეს გვაინტერესებს, არალეგალურად გადმოკვეთეთ საქართველოს საზღვარი?

- (პაუზა) ბატონო? არ ისმის, ცუდად ისმის... ალო... ალო...".

ამის შემდეგ, ხაბელოვმა ტელეფონი გათიშა. ფაქტია მას სათქმელი არაფერი აქვს.