ტორტი „ზღაპარი"

  08:53:34     12-09-2012

მასალა:

ცომი:

კვერცხი 6ც.

შაქარი 1 ჭიქა

ზეთი 1 ჭიქა

კაკაო 100გრ.

გამაფხვირებელი 1პ.

პურის ფქვილი რასაც შეიზელს.

 

კრემი:

პურის ფქვილი 1,5 ჭიქა

შაქარი 2 ჭიქა

წყალი ან რძე 3 ჭიქა

ვანილი 1ც.

კარაქი 150გრ.

სგუშონი 0,5 ქილა.

 

მომზადება:

კვერცხი, შაქარი, ზეთი, გამაფხვიერებელი და კაკაო კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ ნელ–ნელა დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი (ცომი ხელს არ უნდა ეკვროდეს). მომზადებული ცომი გავყოთ 8 ნაწილად, ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ფქვილმოყრილ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში. დანარჩენი 7 ცომიც ასევე გამოვაცხოთ. თითოეული ფირფიტის გამოცხობას სჭირდება დაახლოებით 7 წუთი. გამომცხვარ ფირფიტებს გვერდები ჩამოვაჭრათ, ჩამოჭრილი გვერდები დავფხვნათ ხოლო ფირფიტები დავკრემოთ მომზადებული კრემით და ზემოდან მოვაყაროთ გვერდებიდან ჩამონაფხვენი.

 

კრემის მომზადება:

პურის ფქვილს ავურიოთ შაქარი და გავძრათ 1 ჭიქა ცივ წყალში, შემდეგ დავამატოთ 2 ჭიქა ადუღებული წყალი, ავურიოთ, დავდგათ გაზქურაზე და ვადუღოთ (დუღილისას კრემს განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით), სქელი მასის მიღებამდე, მოდუღების შემდეგ კრემი გადმოვდგათ გაზქურიდან და გავცივოთ. ცალკე ჯამში კარგად ავთქვიფოთ კარაქი, დავამატოთ სგუშნი და კვლავ ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ გაცივებული კრემი, ვანილი და ვთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე. მომზადებული კრემი 20 წუთით შევდოთ მაცივარში (საყინულეში).