უნგრეთში, სამხედრო დანაშაულებისთვის, კომუნისტური რეჟიმის შს მინისტრს გაასამართლებენ
08:24:15     11-09-2012
უნგრეთში სამხედრო დანაშაულებებში მონაწილეობის ბრალდებით ქვეყნის ყოფილი შს მინისტრი დააკავეს, რომელიც 1956 წელს აქტიურ მონაწილეობას იღებდა კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხების ჩახშობაში.
ბელა ბისკუს, რომელიც ახლა 90 წლისაა, ბრალი ედება იმაში, რომ არ მიიღო ზომები სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად სამხედრო მოქმედებების დროს, ასევე იმაში, რომ გასცა ბრძანება ცეცხლი გაეხსნათ დემონსტრანტებისათვის.
ბისკუ ბრალდებებს უარყოფს. თუკი მისი ბრალი დადასტურდება, მოხუცებულს სამუდამო პატიმრობა ელის.
ბუდაპეშტის მთავარი პროკურორი ტიბორ იბოია აცხადებს, რომ ბელა ბისკუს შიდაპატიმრობაში მოათავსებს.
„დღეს... პროკურატურამ დააკავა და დაკითხა ეჭვმიტანილი ბელა ბისკუ, ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელი რეპრესიებისა, რომლებიც 1956 წლის აჯანყებას მოჰყვა“ - განაცხადა პროკურორმა.
დღემდე ამ პერიოდის უნგრეთის კომუნისტური ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ დასჯილა. ამასთან, ბელა ბისკუ ერთადერთია, რომელიც დღემდე ცოცხალია.
1956 წლის ოქტომბერში, უნგრეთში, კომუნისტური დიქტატურის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. ხელისუფლება ჩამოაგდეს, თუმცა ერთ კვირაში აჯანყება საბჭოთა ჯარებმა ჩაახშეს.
ბელა ბისკუს ბრალი ედება იმაში, რომ 1956 წლის უბრძანა უსაფრთხოების ძალებს, ცეცხლი გაეხსნათ დემონსტრანტებისთვის ბუდაპეშტსა და შალგოტარიანში. შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა.
პროკურატურა უფლებას იტოვებს ბისკუს დამატებითი ბრალდებები წაუყენოს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ აჯანყების ჩახშობის შემდეგ ის სასამართლოების მუშაობაში ერეოდა და მეამბოხეთა დასასჯელად უმკაცრეს ზომებს მოითხოვდა, მათ შორის სიკვდილით დასჯას. მაშინ სიკვდილით მინიმუმ 226 ადამიანი დასაჯეს.
ბელა ბისკუ ორშაბათს დააპატიმრეს, 2 დღით ადრე, ვიდრე 91 წელი შეუსრულდებოდა. მას პოლიციისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. პროკურორ ტიბორ იბოიას თქმით, ის კარგ ფიზიკურ ფორმაშია, თუმცა ჩვენებების მიცემაზე უარს ამბობს.
ცნობილი გახდა, რომ ბუდაპეშტის პროკურატურამ ბისკუს საქმის განხილვა კერძო საჩივრის საფუძველზე დაიწყო.
წელსვე უნგრეთში დააკავეს და შიდაპატიმრობაში იმყოფება 97 წლის ლასლო ჩატარიც, კოშიცაში ებრაული გეტოს პოლისიის უფროსი, რომელმაც 1944 წელს ადგილობრივი ებრალების ოსვენციმში დეპორტაციას გაუკეთა ორგანოიზება.