ჟირინოვსკიმ ჩრდილოეთ კავკასიაში კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარება მოითხოვა
08:19:51     11-09-2012
რუს ლიბერალ–დემოკრატთა ლიდერი, როგორც თავად ირწმუნება, დედით რუსი და მამითით იურისტი, ვლადიმერ ჟირინოვსკი კავკასიელებისადმი სუყვარულით არასოდეს გამოირჩეოდა. იგი ყოველთვის მათ მიმართ მკაცრი ხელის პოლიტიკის გატარებას მოითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში ჟირინივსკი ჩრდილოკავკასიელთა წინააღმდეგ მკვეთრი განცხადებით გამოვიდა. მაშინ კითხვაზე „საჭიროა თუ არა რუსეთში რუსების დაცვა?“ იგი ირწმუნებოდა, რომ რუსეთში მხოლოდ ერთი პრობლემა არსებობს – ჩრდილოეთ კავკასია. შემდეგ მან ეს თეზა კიდევ უფრო დააკონკრეტა: ესაა ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი. ჟირინოვსკის მტკიცებით, ეს ხალხი ბედნიერად, მდიდრულ სასახლეებში ცხოვრობს და თანაც იმავდროულად არსად არ მუშაობს.
ჟირინოვსკი ასევე ირწმუნებოდა, რომ ისინი გადასახადებსაც კი არ იხდიდნენ , ხოლო რუსეთი მათ ვეებერთელა დოტაციებს უგზავნიდა. გამომდინარე აქედან მაშინ ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მოითხოვა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში შეეტანათ მუხლი, რომელშიც ნათქვამი იქნებოდა, რომ რუსი ხალხი არის შემქმნელი.
მაშინ ჟირინოსკის ამ გამოხტომამ ჩრდილოკავკასიელები ნამდვილად აღაშფოთა. ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მოითხოვა, რომ ჟირინოვსკი გადამდგარიყო, ხოლო დაღესტნის ხელისუფლებამ სპეციალური განცხადებით დაგმო ჟირინოვსკის საქციელი. მეტიც. გაისმა მოწოდებები, რომ მისთვის პოლიტიკური საქმიანობა საერთოდ აეკრძალათ.
ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის ჩეჩნეთის განყოფილების ხელმძღანელებმა კი სრული შემადგენლობით დატოვეს პარტია. ასე რომ მაშინდელმა ზეწოლამ ჟირინოვსკიზე თითქოს შედეგიც კი გამოიღო, მაგრამ ეს დროებითი აღმოჩნდა.
ჟირინოვსკიმ ტრადიციას არც ამ დღეებში უღალატა და მთავარმა ლიბერალ–დემოკრატმა „ვესტი ფმ“–ს ეთერში კომენტარი გაუკეთა ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში გახშირებულ კონფლიქტებსა და ტერაქტებს. მისი მოსაზრებით, რუსეთმა ამ რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციების რეჟიმი ძალზე ადრე გააუქმა. „როცა გამოაცხადეს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე და ჩრდილოეთ კავკასიის რიგ რეგიონებში კონტრტერორისტული ოპერაციის დასრულების შესახებ, რუსეთის ლიბერალ–დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა: „ჯერ ადრეა! არ გააკეთოთ ეს“. და აი შედეგიც. ახლა ისევ უნდა ჩავერთოთ, ისევ მოგვიწევს მისი გარემონტება“, – თქვა ჟირინივსკიმ.
როგორც ვლადიმერ ვოლფოვიჩი მიიჩნევს, რუსეთის ჯარები კვლავ მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ კავკასიაში. „იქ მუდმივად უნდა იდგნენ ჯარები, რადგან ეს რუსეთის საზღვარია. და მუდმივად იყოს იქ სეპარატიზმის, ექსტრემიზმისა და ა.შ. ნებისმიერ გამოვლინებასთან ბრძოლის მძლავრი ცენტრები. იქ ინდა იდგნენ საუკეთესო დივიზიები, მთელი კავასიური არმია უნდა იქ უნდა იდგეს და მის სათვეში უნდა იყვნენ გენერალი ერმოლოვი, სკობელევი, შამანოვი, ტროშევი, მაშინ იქ იქნება სიწყნარე და წესრიგი“, – განმარტა რუს ლიბერალ–დემოკრატთა ლიდერმა, იუწყება „ვესტი ფმ“.