სერბეთმა იპოვა მოწმე, რომელიც ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში მონაწილეობდა

სერბეთმა იპოვა მოწმე, რომელიც ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში მონაწილეობდა

  13:30:28     10-09-2012

სერბეთის ხელისუფლებამ მოახერხა მოეძებნა მოწმე ორგანოებით ვაჭრობის საქმესთან დაკავშირებით, რასაც 1998-1999 წლების კონფქლიტის დროს ჰქონდა ადგილი.

ფრანს-პრესი სამხედრო დანაშაულებში სერბეთის პროკურორზე ვლადიმერ ვუკჩევიჩზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ფაქტი ერთმა კოსოვოელმა ალბანელმა დაადასტურა.

ალბანელი, რომელიც კოსოვოს გათავსუფლების არმიის წევრი იყო, ამბობს, რომ თავად მონაწილეობდა ქირურგიულ ოპერაციაში, რომლის დროსაც სერბ ტყვეს გული ამოუღეს. ამასთან, ის ვერ აზუსტებს ტყვე გარდაცვლილი იყო, თუ ოპერაცია ცოცხალ ადამიანს გაუკეთეს.

მანვე აღწერა, როგორც მოხდა ორგანოს ტრანსპორტირება ალბანეთის აეროპორტ „რინასში“, საბოლოოდ კი გული შავ ბაზარზე გაიყიდა. ალბანელი იმასაც ყვება, რომ კოსოვოს გათავისუფლების არმიის მებრძოლები ადამიანთა სხეულებიდან ორგანოების ამოღებაზე სპეციალურ კურსს გადიოდნენ.

სერბეთის სამხედრო პროკურორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ჩვენება უკვე ერთი წელი მოწმდებოდა. „ჩვენ შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ მოწმისგან მიღებული ინფორმაცია სიმართლეა“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ უფრო მეტი დეტალების გახმაურება არ შეუძლია, მაგრამ უახლოეს მომავალში ჩვენების შესწავლას ევროპის საბჭოს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეუდგება, რომელსაც ჯონ კლინტონ უილიამსონი ხელმძღვანელობს.

პირველად კოსოვის გათავისუფლების არმიის მებრძოლების მონაწილეობით ორგანოებით ვაჭრობის თემა 2010 წელს გახმაურდა. მაშინ, შვეიცარიელმა დიკ მარტიმ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სახელით მოამზადა მოხსენება, რომელშიც კოსოვოს გათავისუფლების არმიის ხელმძღვანელობა ნარკოტიკებითა და ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში დაადანაშაულა. კერძოდ, მან ადამიანის ორგანოების კონტრაბანდასთან კავშირში კოსოვოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ხაშიმა ტაჩი დაადანაშაულა. თავად მარტის დასკვნები კი დაადასტურა ტელეკომპანია BBC-მ, რომელიც 2009 წელს თავად ატარებდა გამოძიებას.

კოსოვოს ხელისუფლებამ ბრალდებები ცილისწამებად მიიჩნია, ამასთან დათანხმდა, რომ საქმის გამოძიებას ხელს შეუწყობდა. 2011 წლის აგვისტოში, პროკურორად, სპეციალური საგამოძიებო ჯგუფისა, რომელიც ევროპის საბჭოს მოხსენებაში მოყვანილ ფაქტებს იძიებდა, ამერიკელი დიპლომატი უილიამსონი დაინიშნა.