ტორტი „ალუბლის კოცნა"

  08:26:13     10-09-2012

მასალა:

ბისკვიტი:

კვერცხი 6ც.

პურის ფქვილი 6 ს/კ.

შაქარი 6 ს/კ.

ვანილი 2 ჩ/კ.

სოდა 0,5ჩ/კ.

 

კრემი:

არაჟანი 600გრ.

ალუბალი და შაქარი გემოვნებით.

 

ალუბალი გასაფორმებლად.

 

მომზადება:

კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ასევე ნელ–ნელა პურის ფქვილი, სოდა, ვანილი  და ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე 20–25 წუთის განმავლობაში. (გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება ღუმელის კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა. 

 

კრემის მომზადება:

არაჟანს დავამატოთ შაქარი, ალუბალი (ალუბალს კურკა გამოვაცალოთ) და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით ერთიანი მასის მიღებამდე.

 

ტორტის აწყობა:

გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ალუბლის წვენით ან ტკბილი ჩაით, წავუსვათ მომზადებული კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი წავუსვათ კრემი და გავაფორმოთ ალუბლით.