ჩრდილოეთ ოსეთში კოკოითის ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს
08:12:16     10-09-2012
რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის აღსადგენად გამოყოფილი თანხების დატაცების შესახებ სკანდალური ისტორია რუსული ტელეარხების მიმოხილვის მუდმივ თემად იქვა. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე პირველი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.
ამ ისტორიამ საჯარო სკანდალის ხასიათი მაშინ მიიღო. როცა მიმდინარე წლის აპრილში, კოკოითის მარიონეტული ხელისულების შეცვლის შემდეგ კავშირგაბმულობის საწარმოო გაერთიანების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვალერი კოჩიევმა სარჩელით ერთდროულად ცხინვალის რეგიონისა და ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურებს მიმართა. კოჩიევი წერდა, რომ გასული წლის ზაფხულში, როდესაც იგი ღია სააქციო საზოგადოება „ელექტროსვიაზს“ ხელმძღვანელობდა, რომელიც რეტრანსლაციას ახორციელებდა, „სამხრეთ ოსეთის“ კავშირგაბმულობის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ უკანონოდ 18 მილიონი რუბლი მიითვისა, დოკუმენტების გაყალბებით მათ კოჩიევის ფირმის საბაკო ანგარიშიდან ფული მოხსნეს. იმავდრულად ეს სახსრები რუსეთის ტელეარხების მიერ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რეტრანსლაციის ხარჯების ასანაზღურებლად გადაირიცხა. კოჩიევის მტკიცებით, ყოველივე ამის უკან იდგა კავშირგაბმულობის ყოფილი“მინისტრის“ გიორგი კაბისოვის მოადგილე, დიმიტრი ივაკო. რამდენიმე თვის მანძილზე ივაკო იმალებოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ იგი დააკავეს და ამჟამად ვლადიკავკაზის იზოლატორში იმყოფება.
ამასთან კოჩიევი კაბისოვსა და ივაკოს, კავშრგაბმულობის სფეროს განადგურებაშიც ადანაშულებს.
ცხინვალის რეგიონის „გენპროკურორის“ მოადგილის, სერგეი ბიტიევის თქმით, თანხების დიდი რაოდენობით უკანონოდ დატაცებასთან დაკავშირებით საქმეს მათი უწყება იძიებს.
როგორც კოჩიევი ვარაუდობს, ახლა ყოფილი „მინისტრი“ კაბისოვი შეეცდება თავად მის წინააღმდეგ წამოაყენოს საპასუხო პრეტენზიები ამ საქმესთან დაკავშირებით.
მართლაც და, ცნობილი გახდა, რომ კაბისოვი საკუთარი დანაშაულის აღიარებას არ პირებს და ცდილობს ვალერი კოჩიევის წინააღმდეგ საქმის აღძვრას მიაღწიოს.