შოიგუ მალტის ორდენის რაინდი გახდა

  13:00:11     08-09-2012

პოლონურმა მასმედიამ გამოაქვეყნა ნაწყვეტები ცნობილი პოლონელი კათოლიკური მკვლევარის, დოქტორ სტანისლავ კრაისკის წიგნიდან „მასონები პოლონეთის წინააღმდეგ“.

მასში ავტორი წერს, რომ რუსეთის გენშტაბის „გრუ“ მასონებითაა სავსე. შესაბამისად სმოლენსკში, 2010 წლის 10 აპრილს, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავზე განხორციელებული ტერაქტის ადგილას პირველი მივიდა არა პუტინი, არამედ „გრუს“ კაცი“, სერგეი შოიგუ.

ამას გარდა პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს სმოლენსკ–სევერნის აეროდრომში ხვდებოდნენ „გრუს“ თანამშრომლები. ცნობილია, რომ სერგეი შოიგუ პუტინის გუნდის წევრია. გარდა პუტინისა, რუსეთის „გრუს“ წარმომადგენლებს ყველა საფუძველი გააჩნდათ შური ეძიათ ლეხ კაჩინსკიზე იმის გამო, რომ მან პოლონეთში „გრუს“ ფილიალი დაშალა, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდიდან დარჩენილი იყო პოლონური სამხედრო დაზვერვის WPI–ს შემადგენლობაში.

წიგნის ავტორის მტკიცებით, რუსული გენშტაბი მასონური შეთქმულებებისთვის ტრადიციული ადგილია. სწორედ გენშტაბის რუსმა ოფიცრებმა მოახდინეს მეფის დამხობა და 1917 წლის თებერვლის რევოლუცია რუსეთში.

რაც შეეხება შოიგუს მასონობას, ეს ფართოდ ცნობილი ფაქტია. ამასწინათ იგი მასონურმა ხელმძღვანელობამ დააჯილდოვა კიდეც. 

როგორც მასმედია იტყობინება, ამჟამად პუტინის მიერ მოსკოვის ოლქის გუბერნატორად გამწესებული შოიგუ, რომელიც მანამდე წლების მანძილზე რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ედგა სათავეში, 5 ივლისს  მასონთა მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის რაინდი ოფიციალურად გახდა. მასამ ორდენს ასევე უწედებენ  წმინდა იოანეს სუვერენულ სამხედრო ორდენსაც. შოიგუ დაჯდოებულიქნა ასევე „რაინდული გულმოწყალებისათვის, გადარჩენისა და დახმარებისთვის სამხედრო ჯვრითაც“.

დაჯილდოების ცერემონია მოსკოვში, იტალიის საელჩოში გაიმართა. შოიგუს დაჯილდოება მიულოცეს მალტის ორდენის დიდმა მაგისტრმა მეტიუ ფესტინგმა და იტალიის ელჩმა რუსეთში, ანტონიო ძანარდი ნარდიმ.

დიდმა მაგისტრმა განაცხადა, რომ შოიგუს დიდი ჯვრით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულიქნა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წინაშე დამსახურებისა და როლის გამო, რომელიც მან დახმარების გაწევის საქმეში ითამაშა. „ეს ჯილდო წარმოადგენს რუსეთსა და მალტის ორდენს შორის კავშირების განმტკიცებისა, მეგობრობისა და თანამშრომლობაში მისი წვლილის აღიარებას“, – თქვა მეტიუ ფესტინგმა.

„ფესტინგმა გამოხატა რწმენა, რომ შოიგუს მიერ დაწყებული საქმე გაგრძელდება „დახმარების მოსურნეთა საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია „ინტერფაქსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აი,ასეთია შოიგუს რაინდად კურთხევის ოფიციალური მიზეზი.

ნიშანდობლივია, რომ საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ნებისმიერ სახელმწიფოში არსებობს და იმ ქვეყნებშიც კი, სადაც დიდი კატასტროფები და რეალური ბუნებრივი ტრაგედიები მოხდა და საგანგებო სიტუაციათა სამინისტროების მეთაურებს დახმარების მიზნით მართლაც ბევრი რამ გაუკეთებიათ,  რატომღაც მალტის სამხედრო ორდენს ამ უმაღლესი ჯილდოთი არავინ დაუჯილდოებია.

ამიტომაც კრაისკი შოიგუს ასე აღზევებას სწორედ 2010 წლის 10 აპრილის სმოლენსკის ტრაგედიასა და ლეხ კაჩინსკის თვითვმფრინავის ავიაკატასტროფას უკავშირებს.