
ამერიკელი სენატორების განცხადებით, ივანიშვილმა იცრუა...
16:21:58     07-09-2012
მატყუარა ოლიგარქის სიცრუე მალევე გამოაშკარავდა. საქმე ეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებას, რომელიც მიხედვითაც საქართველოში ჩამოსულ სენატორებს საქარველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელის გაგონებაც არ სურდათ.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ქარელში მოსახლეობასთან აღნიშნა, სენატორებს, მიხეილ სააკაშვილის გვარის გაგონების სურვილიც არ აქვთ.
„ყველამ ყველაფერი იცის რა კაცთან გვიწევს ურთიერთობა. გარწმუნებთ, რომ მის მხარდასაჭერად არ ჩამოსულან. მაკკეინს, რომელსაც სააკაშვილი საკუთარ მეგობრად მოიხსენიებდა მისი გვარის გაგონებაც არ სურდა“,- დააბრეხვა ბიძინამ და თავი მოიწონა, სააკაშვილზე მაკკეინს აზრი შევაცვლევინეო.
თუმცა ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და სამშობლოში გამგზავრებამდე სენატორი ჯონ მაკკეინი და ჯონ ლიბერმანი ბიძინას ამ ურცხვ ტყუილს თბილისის საერთაშირისო აეროპორტშივე გამოეხმაურნენ.
როგორც მაკკეინმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე მსგავსი არაფერი უთქვამს. „ამის შესახებ არაფერი ვიცი“- თქვა მან. რაც შეეხება, სენატორ ლიბერმანს, მისი თქმით ივანიშვილის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
ლიბერმანი:
„შეხვედრაზე სააკაშვილის შესახებ მსგავსი არაფერი თქმულა, ეს სიცრუეა. ჩვენ აქ რომელიმე პარტიის ლიდერის მხარდასაჭერად არ ვიმყოფებით. სააკაშვილს წლებია ვიცნობ, ვმუშაობ მასთან ერთად, ვხედავ ტრანსფორმაციას და პროგრესს საქართველოში“ .
ვერ ვიტყვით, მსგავსი ტყუილისთვის ბიძინას ცხვირი გაეზრდება–თქო, მაგრამ ფაქტია, რომ კოალიცია“ქართული ოცნების“ ლიდერის ამ განცხადებამ სენნატორებში გაკვირვება გამოიწვია.