
ბიძინა ივანიშვილისა და „მეოცნებეების" რეიტინგი დღითი დღე მცირდება
15:03:54     07-09-2012
NDI - ის მორიგი ანგარიშიის მიხედვით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო შემცირდა. კვლევების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 37% მისცემდა ხმას.
კითხვაზე: ვის მისცემდით ხმას ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 37% პასუხობს, რომ ისინი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდნენ, 12% კი – „ქართულ ოცნებას“. ნავაროს თქმით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 18%-დან 12 %-მდე შემცირდა.
რაც შეეხება „ქრისტიან დემოკრატებს“ აღნიშნულ კითხვაზე გამოკითხულთა 3% აცხადებს, რომ ისინი მხარს ქდმ-ს დაუჭერენ. არცერთ პარტიას - 3 % უჭერს მხარს, ხოლო 2% სხვა ოპოზიციურ პარტიებს ემხრობა. ამასთან აღნიშნულ კითხვაზე 22 % პასუხობს, რომ მათ კითხვაზე პასუხი არ იციან, ხოლო კითხვაზე უარს 21 % აცხადებს.
ივანიშვილისა და მისი გუნდის დაბალი კოეფიციენტი დღესვე პრესა.ჯი სთან საუბარისას აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკონაშვილმა შეაფასა.
იაკობაშვილი:
- კვლევის შედეგები, საზოგადოების რეალურ განწყობას ასახავს. NDI- ს კვლევებს არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ აშშ-ს პოლიტიკური პარტიები და სახელმწიფო უწყებები ენდობიან.
რაც შეეხება კოალციის პოზიციას, „მეოცნებეები“ NDI-ს შედეგებს უნდობლობას უცხადებენ.
მაია ფანჯიკიძე:
- კოალიცია მსგავსი სახის კვლევებს უნდობლობას უცხადებს. NDI-ს და თუ გნებავთ სხვა ავტორიტეტული კვლევითი ცენტრების შედეგების ნდობა–არ ნდობაზე განცხადება დიდი ხნის წინ გავაკეთეთ. კოლიცია „ქართული ოცნება" მსგავს კვლევებს არ ენდობა.
გარდა ამისა საინტერესოა NDI-ის კიდევ ერთი შედეგი.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე - ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, გამოკითხულთა 27% "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ასახელებს , 12% კი ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს.