ნიკა ჩიტიძე: რუსეთის დიპლომატიამ, სრული კრახი, კიდევ ერთხელ განიცადა

  12:19:46     07-09-2012

„ნატოსთან დაახლოებისა და პარტნიორობის კარგ მაგალითად, საქართელოს დასახელება თამამად შეიძლება“- ეს,  ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა „facebook”- ის საკუთარ გვერდზე დაწერა. გენ–მდივანმა,  საქართელოში ერთდღიანი ვიზიტი შეაჯამა და ნატოსთვის,  საქართველოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ვიდეომიმართვაში,  რასმუსენი საქართველოს  ნატოსთვის  მნიშვნელოვან პარტნიორს უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანამ,  ნატოსთან დაახლოების კუთხით,  კარგი მაგალითი აჩვენა.

ხაზგასმულია ასევე,   საქართველოს წილი სამშვიდობო მისიაში. გენერალური მდივანი,  ქართველ ხალხსა და პრეზიდენტს,  ჰელმანდის პროვინციაში საჯარისო ნაწილების გაგზავნისთვის მადლობას,  კიდევ ერთხელ უხდის.

„მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა გადაუხადო საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს. საქართველო,  ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა. ამ ქვეყანას,  ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთში ჩვენს სამშვიდობო მისიაში. შემოდგომაზე,  საქართველო ნატოს ყველაზე დიდი პარტნიორი გახდება,  აისაპის ოპერაციაში არაწევრ ქვეყნებს შორის“ - აცხადებს ანდრეს ფოგ რასმუსენი.

ნატოს გენერალური მდივანის განცხადებით, საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება. ნატოს უმაღლესი რანგის სტუმარისა და   ამერიკელი სენატორების ჯონ მაკკეინის, ჯოზეფ ლიბერმანისა და ლინსი გრემის ვიზიტს თბილისში აფასებენ.

როგორც „პრესა.ჯი“-ს ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა, წინასაარჩევნო პერიოდში, მსგავსი მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტი  იმის დასტურია, რომ საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად და მოკავშირედ რჩება. რასმუსენმა კი, მკაფიო და მნიშვნელოვანი განცხადებები ჩამოიტანა ნატოდან.

 - „პრესა.ჯი“:  რა მესიჯები ჩამოიტანა გენერალურმა მდივანმა საქართველოში?

- წინასაარჩევნოდ რასმუსენის ვიზიტმა, ცხადყო რომ საქართველო ნატოს დღითიდღე უახლოვდება, სიტყვით გამოსვლისას,  ნატოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა,  რომ საქართველო ნატოს ერთგული მოკავშირეა. მან მკაფიოდ განაცხადა,  რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების წევრი აუცილებლად გახდება. არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი გულწრფელი მადლობა შეიარაღებული ძალების მისამართით. იცით, რომ შემოდგომაზე ჩვენი ქვეყანა,  ნომერ პირველი ქვეყანა იქნება,  არაწევრ სახელმწიფოებს შორის,  რომელსაც ამ მასშტაბის კონტიგენტი ჰყავს ერაყში, სამშვიდობო მისიის  წარგზავნილი. ეს ამოცანები კი,  რომელსაც საქართველო წარმატებით ასრულებს,  საერთო ჯამში რასმუსენის სიტყვით გამოსვლაშიც აისახა.

- ნატოს გენერალურმა მდივანმა,  რუსეთის ექს–პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებასაც უპასუხა, იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგრესია,  ნატოს გაფართოვების წინააღმდეგ იყო მიმართული...

-     რუსეთის დიპლომატიამ,  გუშინდელი განცხადებით სრული კრახი კიდევ ერთხელ განიცადა.  რასმუსენი, რომელიც თავის გამონათქვამებში ყოველთვის ფრთხილია, პირდაპირ დაეჯახა პუტინ-მედვედევის ტანდემს და უთხრა რომ თუ 2008 წლის აგრესია,  ნატოს გაფართოების წინააღმდეგ იყო მიმართული, ამან სრული კრახი განიცადა. ვვარაუდობ,  რომ ამ განცხადებას საპასუხო შეფასება.  უახლოეს პერიოდში უნდა მოყვეს.

-      ოთხი წლის განმავლობაში რამდენად დაუხლოვდა, საქართველო ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსს?

-   რუსეთ–საქართველოს ომიდან მალევე, სექტემბერში შეიქმნა სპეციალური კომისია, შემდეგ იყო ჩიკაგოსა და ბუქარესტის სამიტები,  სადაც მიიღეს ურყევი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც,  ქვეყანა ნატოს წევრი აუცილებლად გახდება. ამასთან,  მნიშვნელოვანი,  წინგადადგმული ნაბიჯია ეროვნული პროგრამა, რომელსაც მე პირადად მაპის ალტერნატივას ვუწოდებ. საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებში,  მოწინავე ადგილას რომ არის,  ამას იმ სამიტების რაოდენობაც მეტყველებს, რომელშიც საქართველომ, ბოლო წლებში მიიღო მონაწილეობა. რასმუსენს, ეს ყველაფერი კარგად ესმის. მორიგი გამოცდა შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებია, რაც ხელისუფლებამ აუცილებლად მაღალ ქულაზე უნდა ჩააბაროს.

-ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად,  ამერიკელი სენატორებიც დიდი ყურადღებით აკვირდებიან წინასაარჩევნო პროცესს...

-      სენატორი ჯონ მაკკეინი და ჯონ ლიბერმანი საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები არიან. აქ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ისინი კონკრეტულ პიროვნებებს კი არ ლობირებენ, არამედ თვითონ ქვეყანას, რომელიც დემოკრატიის გზას ადგას. ვიზიტით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებით და მაღალი დონის ვიზიტი, ამერიკის მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. მთავარი მესიჯი, რაც მათ გააკეთეს ეს იყო ის მოწოდება რომელიც სენატორებმა გააკეთეს, მაღალი რანგის სტუმრებმა არჩევნებში მონაწილე მხარეებს მოუწოდეს, რომ არჩევნების შედეგები აღიარონ. სავარაუდოდ,  მაკკეინმა იგივე გაუმეორა ბიძინა ივანიშვილს პირისპირ შეხვედრისას. საერთო ჯამში,  შეძლება დასკვნის სახით ითქვას, რომ ცივილიზებული სამყარო, საქართველოსგან გამჭვირვალე და დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.