პიცა გამხდრებისათვის
08:17:58     07-09-2012
მასალა:
პურის ფქვილი 600გრ.
რძე 1 ჭიქა
კვერცხი 2ც.
საფუარი (დროჟი) 10 გრ.
შაქარი 3 ჩ/კ.
ზეთი 3 ს/კ.
ცოტა მარილი
შიგთავსი:
შებოლილი ძეხვი 300–400 გრ.
კეჩუპი 200 გრ.
ყველი 300 გრ.
მაიონეზი 200გრ.
პილპილი გემოვნებით.
მომზადება:
თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, შაქარი, მარილი და ცოტა რაოდენობის ფქვილი, გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე 20 წუთი. კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ საფუარინი მასა, ზეთი, გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ ცომი, ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე 40 წუთი, შემდეგ მომზადებული ცომი გავყოთ 3 ნაწილად, ცომის ერთი ნაწილი გავაბარტყელოთ, მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, წავუსვათ კეჩუპი, მოვაყაროთ პილპილი, დავაწყოთ მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი ძეხვი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, წავუსვათ მაიონეზი და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში. (დარჩენილი ორი ცომიც ასევე მოვამაზადოთ).