ფარშირებული ქარიყლაპია

  10:37:48     06-09-2012

მასალა:

თევზი (ქარიყლაპია) 1,2–1,5კგ.

ხახვი 2 თავი

სტაფილო 2–3ც.

ბულგარული წიწაკა 2–3ც.

ნიორი 2–3 კბილი

მაიონეზი 4–5 ს/კ.

შავი პილპილი, გახეხილი ჯანჯაფილი და მარილი გემოვნებით.

ზეთი შესაწვავად.

 

მომზადება:

თევზს ზურგზე სიგრძეზე გავუკეთოთ ჭრილი და ფრთხილად გავასუფთავოთ (გამოვშიგნოთ, ლაყუჩებიც მოვაცალოთ). კარგად გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი და სიცარიელე ამოვავსოთ ბოსტნეულის ფარშით, ჭრილი შევაერთოდ ხის ჩხირებით, ფარშირებული თევზი მოვათავსოთ ცეცხგამძლე ჭურჭელში, ზედაპირზე წავუსვათ მაიონეზი (მაიონეზს წინასწარ ავურიოთ დანაყილი ნიორი) და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე დაახლოებით 40–45 წუთი. მომზადების შემდეგ გავაფოროთ ლიმონის ნაჭრებით, ზეთისხილით და სალათის ფოთლებით.

 

ფარშის მომზადება:

ხახვი დავჭრათ ნახევარმთვარისებულად და მოვშუშოთ ზეთში, დავამატოთ გახეხილი სტაფილო, კვლავ მოვთუშოთ, შემდეგ დავამატოთ ნახევარმთვარისებულად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ვთუშოთ კიდევ 2–3 წუთი, ბოლოს დავამატოთ შავი პილპილი, ჯანჯაფილი, მარილი და კარგად ავურიოთ.