ნატალი პორტმანი ბალერინის როლში

  11:25:44     19-12-2010

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ნატალი პორტმანი, რომელმაც ”ვოგის” იანვრის ნომრისთვის ფოტოები გადაიღო, ჟურნალის ფურცლებზე საბალეტო კოსტიუმში გამოწყობილი პოზირებს. ფოტოსესია მსახიობის ახალ ფილმს, ”შავ გედს” ეძღვნება, რისთვისაც პორტმანი უკვე გახლდათ წარდგენილი ”ოქროს გლობუსზე”.

 

სურათში ნატალი პორტმანმა შეასრულა ბალერინას როლი, რომელსაც დასის მოცეკვავე შეუყვარდება. როგორც გაირკვა, ამ როლისთვის მსახიობს დიდი მსხვერპლის გაღება მოუხდა. მაგალითად, მას მოკლე ხანში ცხრა კილო უნდა დაეკლო, ასევე მოუწია მეცადინეობა ცეკვაში ბალეტმეისტერთან. სხვათა შორის, წონის დაკლება არც ისე რთული აღმოჩნდა. გადაღებებებისთვის მზადების პერიოდში მსახიობს ჭამის დრო ფაქტიურად არ ჰქონდა და ამიტომ პორტმანი ყავას მიეძალა.

 

ცეკვაში მეცადინეობის დროს კი საშინლად სტკიოდა მთელი სხეული და გამაყუჩებლების ყლაპვა მოუხდა. პორტმანის თქმით, გადაღებების დაწყებამდე ორი თვის მანძილზე იგი დღეში რვა საათი მეცადინეობდა, დღე-ღამეში კი მხოლოდ ხუთი საათი ეძინა. ასეთი მძიმე გრაფიკის წყალობით ვარსკვლავმა წონაში საკმაოდ დაიკლო და, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პორტმანი ჩვეულ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა, წონა მაინც შეინარჩუნა.

Atb.ge