
ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული ერთი დივერსანტი, აჰმედ ზაკაევის პირადი მცველი იყო
13:55:28     04-09-2012
რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ლოპოტას ხეობაში დევნის ოპერაციასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ქართველი სპეცრაზმელების მიერ, ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებულ შეიარაღებულ პირებ შორის ერთი ჩეჩენი ემისარის აჰმედ ზაკაევის პირადი მცველია.
გამოცემის ინფორმაციით, 44 წლის დუხვაკა დუშუევი ჯერ კიდევ ჩეჩნეთის პირველ ომში მონაწილეობდა, მოგვიანებით ის ჩეჩენი ბოევიკების ერთ-ერთი ლიდერის, აჰმედ ზაკაევის უშუალო თანაშემწე და პირადი მცველი იყო.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმ დივერსანტების ვინაობის შესახებ, რომლებიც რამდენიმე დღიანი სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ.
შსს-ს ინფორმაციაში, რომელიც ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ ბოევიკთა ვინაობას ეხება, დუხვაკა დუშუევიცაა.
შეგახსენებთ, რომ იდენტიფიცირებული 7 ცხედრიდან 2, ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
5 დივერსტანტი კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან, აქედან ერთ-ერთი ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი არის დაბადებული გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.
დანარჩენი იდენტიფიცირებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან:
დუკვახა დოშუევი - დაბადების თარიღი:19/01/1968 დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ. ვეგენო.
სალამ ზაურბეკოვი - დაბადების თარიღი: 14/12/1991 დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ.გროზნო.
ხაშიევ ჯაბრაილი - დაბადების თარიღი: 24/01/1989 დაბადების ადგილი: ინგუშეთი.
მუსა ადუევი- დაბადების თარიღი: 28/03/1981 დაბადების ადგილი: ქ. გროზნო.