იძულებითი და საიდუმლო ოპერაცია უზბეკეთში: ქალების სტერილიზაცია მათი ნების გარეშე

  20:39:44     03-09-2012

BBC-ს ჟურნალისტებმა სენსაციური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, უზბეკეთში ათობით ათასი ქალი, სულ ცოტა ხნის წინ ე.წ. სტერილიზაციის მსხვერპლი ხდებოდა.

ამ საშინელ ოპერაციას უზბეკი ექიმები საიდუმლოდ ატარებდნენ –მშობიარობისთანავე ან საკეისრო კვეთის დროს. ნარკოზიდან გამოსული მშოიბიარე არცკი ეჭვობდა, რომ შვილს ვეღარასოდეს გააჩენდა. ჟურნალისტური გამოძიებისას ბრიტანელმა ჟურნალისტმა მოახერხა რამდენიმე ქალის ზეპირი აღიარება მოეპოვებინა. მათი სტერილიზება მეორე ან მესამე შვილის გაჩენის შემდეგ მოხდა.

უზბეკები წუხან, რომ როცა მამაკაცი იგებს, რომ ცოლს მეტი შვილი აღარ ეყლება, მათ ტოვებენ.

ერთ-ერთი ნამდვილი სახელი, რომელიც ამ ისტორიაში ფიგურირებს არის გიულბახარ ზავიდოვაა.

როცა ის 28 წლის იყო, ვაჟიშვილი მშობიარობისთანავე მოუკვდა. ამის შემდეგ დიდხანს ცდილობდა დაფეხმძიმებას, მაგრამ არ გამოუვიდა. მაშინ სამედიცინო შემოწმება გადაწყვიტა, რომელმაც აჩვენა, რომ ის სტერილიზებული იყო. ქმარმა ამის შემდეგ გიულბახარი მიატოვა.

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ისიც გამოარკვიეს, რომ უზბეკეთში არსებობს ერთგვარი გეგმა ხელისუფლებისგან, რომ ყოველმა ექიმმა ყოველთვიურად, არანაკლებ ორი ქალის სტერილიზება უნდა მოახდინოს. ხოლო მათ, ვინც ამ ბრძანების საბოტაჟს მოაწყობს, რეპრესიები და ჯარიმები ემუქრებათ.

ოფიციალურად უზბეკეთი კატეგორიულად უარყოფს, რომ სტერილიზაციის პრობლემა ოდესმე არსებობდა და იმოწმებს იმას, რომ პრეზიდენტის უმცროსი ქალიშვილი ლოლა კარომოვა იუნესკოს ელჩი და ბავშვთა საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელია.

თუმცა გაეროს მონაცემებით, უზბეკეთში შობადობის დონე ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა.

იძულებითი სტერილიზაციის შემთხვევებზე ჯერ კიდევ 2005 წელს ალაპარაკდნენ. პათოლოგანატომმა და უფლებადამცველმა გულბახარ ტურაევამ განაცხადა, რომ მორგში, სადაც ის მუშაობდა, ჯანმრთელი ქალების სხეულიდან ამოღებული ორგანოები მიჰქონდათ. მან 200 საშვილოსნო შეინახა. თუმცა ამ განცხადების შემდეგ ტურაევა სამსახურიდან გაუშვეს, 2007 წელს კი უზბეკეთის კონსტიტუციურ წყობაზე ხელყოფაში, ცილისწამებასა და ოპოზიციური მასალების გავრცელებაში დაადანაშაულეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.