კვერცხში გახვეული ფარში

  08:50:02     01-09-2012

მასალა:

ძროხის ხორცის ფარში 200გრ.

კვერცხი 4ც.

რძე 2 ს/კ.

დამარინადებული კიტრი 1ც.

მაიონეზი 1–2 ს/კ.

ნიორი 1–2 კბილი

წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ხორცის ფარშში შევწვათ ზეთში ტაფაზე, დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი კიტრი, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი, მოვასხათ მაიონეზი, კარგად ავურიოთ და გადმოვდგათ გაზქურიდან. კვერცხი და რძე ავთქვიფოთ, მოვაყაროთ ცოტა მარილი, კვლავ ავთქვიფოთ და შევწვათ ზეთში ტაფაზე ორივე მხრიდან. შემწვარი კვერცხი გადმოვიღოთ თეფშზე, ცენტრში მოვათავსოთ მომზადებული ხორცის შიგთავსი და კვერცხი გადავკეცოთ. გავაფორმოთ პომიდვრის ნაჭრებით და ოხრახუშით.