"პრიანიკი"

  08:45:26     01-09-2012

მასალა:

ცომი:

არაჟანი 1 ჭიქა

მარგარინი 200 გრ.

შაქარი 2 ჭიქა

კვერცხი3 ც.

სოდა 1 ჩ/კ.

ძმარი 1 ს/კ.

პურის ფქვილი დაახლოებით 500 გრ.

ცოტა მარილი

ვანილი გემოვნებით.

 

წასასმელად:

კვერცხის გული (ყვითრი) 3ც.

 

მომზადება:

არაჟანს დავამატოთ დრბილებული მარგარინი, ათქვეფილი კვერცხი, შაქარი, მარილი, ვანილი, სოდა ძმრით ათქვეფილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ, დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად, დავაწყოთ პერგამენტდაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, თითოეულ ცომის ნაჭერს წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ აირღუმელში.