
შეშლილი, შეშლილი, შეშლილი ბორისი... (ვიდეო)
13:48:55     31-08-2012
ჭორვილელი ოლიგარქი ჩვენს თვალწინ, დაქტატორად და ტირანად ყალიბდება. ტირანი ჭკვიანი როცაა, საშიშია. ბრიყვი ტირანი კი - უფრო საშიში. ჭკვიანი ტირანი, რასაც ფიქრობს არ ლაპარაკობს. ბრიყვი ტირანები კი, გულის ნადებს არ მალავენ....
ვინც „ცნობილი გამომძალველის დილას“ „მაესტროს“ ეთერში უყურა თუ უსმინა, საბოლოოდ დარწმუნდებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანია. თვით, ყველაფერზე წამსვლელი შალვა რამიშვილი გააოგნა ოლიგარქის არანორმალურმა განცხადებებმა.
რამიშვილი, რამდენჯერმე შეეცადა ოლიგარქის „ადამიანურ რელსებზე“ გადაყვანას, მაგრამ ამაოდ. სახეშეშლილი, გაფითრებული, ტუჩებგალურჯებული ოლიგარქი იმაზე უფრო დაჩიავებული ჩანდა, ვიდრე რეალურადაა. სახეზეა მწვავე ფსიხოზი. შეიძლება პასიური შიზოფრენიაც...
ოლიგარქი ცეცლხს ეთამაშება. იგი ღიად დაუპირისპირდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც რატომღაც, დიახ, რატომღაც მას მხარს არ უჭერს. ოლიგარქი საზოგადოებას არჩევანს არ უტოვებს. იგი იძულებით ითხოვს ყველა მისით აღფრთოვანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „არაღფრთოვანებულებს“ და მათ შთამომავლობას საშინელებას ჰპირდება.
აქამდე, როცა ბიძინა უბნის კოორდინატორ ქალბატონებზე საუბრობდა, ეს ყველაფერი ბეცი მოპოლიტიკო, კლიმაქსური ასაკის ოლიგარქის ახირებას ჰგავდა, რომელიც მსუბუქ ირონიას იმსახურებდა. ბოლოსდაბოლოს, შეიძლებოდა გვეფიქრა რომ ეს მისთვის ჩვეული პოლიტიკური სიანცე ან ოხუნჯობა იყო.
როცა ივანიშვილმა სავარაუდო რეპრესირებულთა სია განავრცო და და კორდინატორებს პედაგოგები და ჟურნალისტები დაუმატა, თვით ყველაფრის მკადრებელი შალვა რამიშვილიც შეშფოთდა. შესაშფოთებელი ნამდვილად არის ოლიგარქის სულიერი და მორალური მდგომარება.
ვიმეორებთ, დიქტატორები იჭერდნენ ჟურნალისტებს, ხოცავდნენ ჟურნალისტებს, მაგრამ არც ერთი პოტენციური და არც შემდგარი დიქტატორი, ასე ღიად, არ შეხებია ჟურნალისტების შვილების მომავალს. „ნუ გაუფუჭებთ საკუთარ შვილებს მომავალს“ –ეს შეუძლებელია ეთქვა საღ ჭკუაზე მყოფ პოლიტიკოსს. ეს ფსიქიკადანგრეული ჩია კაცის აზრებია. ასეთები კაცობიობისათვის საშიშნი ხდებიან, როგორც კი ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში.
„კეთილი ინებობ ჟურნალისტებმა და სიღრმეებს ჩაწვდნენ. კაცი რომელიც სამი თვეა ერთი და იგივეს ვიმეორებ, ერთი გამოსვლით არ უნდა შეაფასო. ის ვაჟბატონი, „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი, რომელიც თქვენს ეთერში იჯდა და მაკრიტიკებდა, ვალდებული იყო ჩემი პლატფორმა ცოდნოდა“ , - ეს იყო ოლიგარქის დამოკიდებულება ჟურნალისტის განსხვავებული აზრისადმი, თუნდაც იმ მედია საშუალებიდან, რომელიც მის მიმართ ლოიალურია.
ოლიგარქმა ვერ აიტანა ყველაზე უმნიშვნელო კრიტიკაც კი, მომხრე საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელისაგან. როგორ? მათ ვერ გაიგეს, რომ ბიძინა ღმერთია? ღმერთებს არ ეშლებათ.
ოლიგარქს იმდენი ალღოც არ აქვს, რომ მიმხვდარიყო, რას ნიშნავს „ცნობილი გამომძალველის“ მუსაიფი კოლეგასთან, ე.წ. დაბალანსების პრინციპით. ოლიგარქს, რამიშვილის ეთერში „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტის რამდენიმე უმნიშვნელო რეპლიკისთვის მოუსმენია, „წმინდა ბიძინა მდიდარი“ განრისხდა.
ოლიგარქი ბოღმიანი და პატარა კაცია. მან არ იცის რა არის სიტყვის და აზრის თავისუფლება. იგი მიჩვეულია მონებთან ურთიერთობას. მას ჰგონია, რომ შეცდომებს მილიარდერები არ უშვებენ, რადგან სხვანაირად ისინი ამხელა ქონებას ვერ დააგროვებდნენ. იგი პროვინციელი ვაჭრუკანაა, რომელიც ყველას იყიდის მონობის საფასურად და მერე ამ ყველას, ყველაფერთან ერთად მიყიდის რუსეთს, ისევ მონობის საფასურად. ოღონდ, ამჯერად საკუთარი მონობისა.
არცერთ ნორმალურ ქვეყანაში, არც ერთი ნორმალური ჟურნალისტი, ჩვეულებრივ ამბად არ ჩათვლიდა არჩევნების წინ, პოლიტიკოსის ასეთ ნათქვამს: „ჟურნალისტებმა კეთილი ინებონ!... შეიძლება რაღაც პერიოდი თავისუფლებაც დაკარგონ...“
არავინ მოითმენდა, სხვა ქვეყანაში საეჭვო გზით გამდიდრებული, გაუნათლებელი, პოლიტიკოსობაზე მეოცნებე პატარა კაცისგან მუქარას, შვილების მომავალზე (ბატონი ბორისი ასე ფოთში დაემუქრა ჟურნალისტებს).
პუტინის მონამ, გაბედა და უკვე გამოაცხადა დასაჭერთა სიის ნაწილი, რომელთაც „კანონის ამოქმედებით“ დაემუქრა.“ ყველას არ ვამშვიდებ, ბევრს მოუწევს პასუხისგება. კანონი ამოქმედდება“, – აი თურმე როგორ ლაპარაკობდნენ ორჯონიკიძე, ბერია და სხვა სისხლგადასხმულები.
ბიძინა პუტინის ასლია. სიზმარშიც რომ რაიმე ძალაუფლება ჩაიგდოს ხელთ, სისხლში ამოახრჩობს არა მარტო პედაგოგებს და ჟურნალისტებს, მთელ საქართველოს. ისიც ისევე ააფეთქებს კორპუსებს და ცოცხლად დაწვავს ბავშვებს, როგორც ამას მისი სულიერი მამა, მისი პატრონი პუტინი აკეტებს. იგი ისევე გამოწვავს სკოლებში თუ თეატრებში ჩვენს შვილებს, როგორც ეს პუტინმა გააკეთა. მიზეზი იქნება ის, რაც ზოგადად არაკაცებს და ტირანებს აქვთ მიზეზად : „სიმართლის ძიება“.
ამ ბოლო განცხადებების შემდეგ, თუ ვინმეს კიდევ სჯერა, რომ ეს საბრალო, ყბააკანკალებული რუსეთის მონა ამ ქვეყანას კარგს უმზადებს, ნეტარია...