
საქართველოს პრეზიდენტი ლაფანყურში ჩავიდა...
14:14:40     30-08-2012
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში ჩავიდა. ცნობილი ხდება, რომ ქვეყნის პირველი პირი იმ ხუთ ახალგაზრდა მამაკაცს მოინახულებს, რომელნიც რამდენიმე დღის წინ დაღესტნის ტერიტორიიდან საქართველოს საზღვარზე გადმოსულმა ბოევიკებმა ტყვედ აიყვანეს.
ყოფილი მძევლები უკვე საკუთარ სახლებში იმყოფებიან და პრეზიდენტის მისვლას ელოდებიან. გათავისუფლებული ახალგაზრდების ოჯახში, პრეზიდენტის შესახვედრად, მოსახლეობა იკრიბება...