
უკანასკნელი ცნობები: შავნაბადას სპეცრაზმმა ხეობა დატოვა, ლოპოტაში კი პრეზიდენტს ელოდებიან...
13:13:24     30-08-2012
შავნაბადას სპეცრაზმმა და პოლიციის ქვედანაყოფებმა ლოპოტას ხეობა დატოვეს. რამდენიმე წუთის წინ, ხეობიდან პიკაპის ტიპის 30 ავტომობილი გამოვიდა. ადგილზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცრაზმელები სხვა ქვედანაყოფებმა შეცვალეს. ადგილზე კრიზისის მართვის საბჭოს რამდენიმე წევრი რჩება.
რამდენიმე წუთში კი, ლოპოტის ხეობაში პრეზიდენტს ელოდებიან. ყვარლიდან პრეზიდენტის ესკორტმა სოფელ კურდღელაურთან ნაფარეულისკენ გადაუხვია. ლაფანყურის ცენტრში შეკრებილი ჟურნალისტების ინფორმაციით, ხეობის თავზე ვერტმფრენები პატრულირებენ და მობილიზებულია პრეზიდენტის დაცვის სამსახურები.