რუსი ექსპერტი: მოსკოვი საქართველოში არჩევნების შემდეგ ჩარევის სამხედრო სცენარს ამუშავებს
09:22:36     30-08-2012
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალების სამხედრო სწავლება რეგიონში დასავლეთის საწინააღმდეგო ზომების შემუშავებას ისახავს მიზნად – აცხადებს პოლიტოლოგი, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის ექსპერტი მიხეილ ალექსანდროვი.
მისი თქმით, სწავლება `ურთიერთქმედება 2012~-ზე, რომელიც სექტემბერში დაიწყება, შემუშავებულ იქნება მინიმუმ სამი სცენარი: ირანული, ქართული და აზერბაიჯანული.
`სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია. ის მასშტაბური წრთვნის `კავკაზ 2012~-ის, თითქმის, პარალელურად ტარდება. ეს მსხვილი ოპერაციაა სამხრეთ კავკასიაში, სხადასხვა საკითხებთან დაკავშირებული~ - ამბობს ექსპერტი.
ირანული სცენარი, მისი თქმით, იმ შემთხვევისთვის დამუშავდება, თუკი აუცილებელი გახდება ირანის ჩრდილოეთ საზღვრების დაცვა.
რაც შეეხება ქართული სცენარს, მასზე ალექსანდროვმა ყველაზე ვრცლად ისაუბრა, რა დროსაც პირდაპირ თქვა, რომ რუსეთი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში სამხედრო ჩარევაზე ფიქრობს, თუკი არჩევნებში არ გაიმარჯვებს ძალა, რომელიც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას უპირისპირდება.
მისი თქმით, ამ სწავლების ფარგლებში შეიძლება დამუშავდეს ზომები და მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან.
რუსული სცენარი ასეთია:
`გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია მასობრივი ფალსიფიკაცია მოახდინოს არჩევნების შედეგებისა. გამორიცხული არაა, რომ ეს არეულობას გამოიწვევს ქვეყნის შიგნით და შემდეგ, - მის ძალით ჩახშობას. რუსეთს, შეუძლია ჩაერიოს, რათა დაიცვას ქართველი ხალხი ძალადობისგან, ზუსტად ისე, როგორც დასავლეთი დაეხმარა დემოკრატიულ ძალებს ლიბიაში~ - განაცხადა ღიად რუსმა ექსპერტმა.
ასევე აღნიშნა, რომ `საქართველოს მმართველი რეჟიმი არ არის დემოკრატიული~ და ამდენად, სწორედ `ამ რეჟიმთან დაპირისპირებული მასა უნდა ჩაითვალოს დემოკრატიულად~ – განაცხადა მან.
მესამე სცენარად ალექსანდროვმა იმ ზომების შემუშავება დაასახელა, რომელიც ყარბაღის კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში იქნება გამოყენებული:
`თუ აზერბაიჯანი ომს დაიწყებს, ის არ იწარმოებს მხოლოდ ყარაბაღის ტერიტორიაზე. სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში შევა. ისინიც, პასუხს გასცემენ, ეს კი, უკვე, აამოქმედებს ოდკბ-ს მექანიზმს~.
ალექსანდროვი მარტივად ხსნის სექტემბერში სომხეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი სამხედრო წრთვნის მიზნებს: სწავლების მთავრი ამოცანა ერთობლივი ძალებით პირობითი მოწინააღმდეგის მოგერიება და კონტრშეტევაზე გადასვლა იქნება.