ღორის ხორცი პომიდვრით

  09:11:53     30-08-2012

მასალა:

ღორის ხორცი 1კგ.

ხახვი 2 თავი

პომიდორი 4 ც.

ნიორი 5–6 კბილი

ცხარე წიწაკა 1 ც.

ლიმონის წვენი 2 ს/კ.

თეთრი მშრალი ღვინო 100 მლ.

კამა, ოხრახუში, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

3 ცალი პომიდორი დავჭრათ კუბიკებად, ხოლოე ერთი ცალი მრგვალად. ცხარე წიწაკა დავჭრათ ძალიან წვრილად. ხორცი დავჭრათ მსხვილ კუბიკებად და შევწვათ ზეთში, შემდეგ დავამატოთ ნახებვარმთვარისებურად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ნიორი და კვლავ ვთუშოთ 2–3 წუთი, დავმატოთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, წიწაკა, მოვაყაროთ მარილი, დაფქვილი წიწაკა კვლავ მოვთუშოთ, შემდეგ დავასხათ ლიმონის წვენი, ღვინო, თავზე მოვათავსოთ მრგვალად დაჭრილი პომიდორი, დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ გაზქურაზე კიდევ 10 წუთი, მომზადების შემდეგ მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილები.