მობილიზაცია დაღესტანში: რუსები საქართველოს საზღვართან მობილურ ბაზასა და ჰოსპიტალს აწყობენ

  11:33:31     29-08-2012

უახლოეს მომავალში საქართველოსთან მოსაზღვრე ტერიტორიები შესაძლოა მასშტაბური ღონისძიებების ადგილად იქცეს. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რაზეა საუბარი, თუმცა შესაძლოა, ეს არის მზადება საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი შეჭრისათვის, ან დაღესტანში სადამსჯელო ოპერაციის ჩასატარებლად – წერს ჩეჩნური გამოცემა "ჩეჩენნიუსი" და დასძენს, რომ ამ ეტაპზე ცხადია ერთი – რომ მოვლენათა განვითარების ადგილად საქართველოსთან მოსაზღვრე ტერიტორიაა შერჩეული, ძირითადად, საქართველოსთან მოსაზღვრე ცუნტინის რაიონი, რომელიც იმავდროულად, უახლოესი ტერიტორიაა სომხეთთან და თუკი რუსებს სომხეთთან უმოკლესი გზის გაჭრა დასჭირდებათ, ამ გზას სწორედ საქართველოზე გაჭრიან.

"ჩეჩენნიუსის" ცნობით, ოპერატიული სამზადისი ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 20 აგვისტოს დაიწყო, როცა ადგილზე ჩავიდა წარმომადგენლობითი რუსული დელეგაცია `ფსბ~-ს სასაზღვრო სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილების ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტ მიხაილ სტრეხას ხელმძღვანელობით.

"ჩავიდა, რათა პუტინის დავალებით ორგანიზება გაუკეთოს კომპლექსურ ბანაკს ცუნტინსკის რაიონულ ცენტრში? რას წარმოადგენს ეს ბანაკი?" -კითხულობს გამოცემა და წერს, რომ თავისი არსით, აღნიშნული ბანაკი საქართველოს საზღვართან ახალი მობილური სამხედრო ბაზაა. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ იქვე აპირებენ კატასტროფის მედიცინის ჰოსპიტალის მოწყობასაც, რომელსაც დღე-ღამის განმავლობაში 300-მდე დაჭრილის მიღება შეუძლია.

"საჭიროების შემთხვევაში კი ირგვლივ მდებარე სოფლების მოსახლეობას ტრანსპორტითაც მოემსახურებით (საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში), იმავდროულად, საკვებითაც. ჰოსპიტალს უკვე ჰყავს მანქანა კოსმოსური კავშირით" - წერს საიტი.

მოსახლეობა ამბობს, რომ ჰოსპიტალს აწყობენ იმისთვის, რაც უნდა მოხდეს ცუმადინსკის და ტლიარატინსკის რაიონებსა და ბეჟტინსკის მონაკვეთებზე. ყველა ეს რაიონი ასქართველოს ესაზღვრება.

იმავდროულად, დაღესტანში ჩატარდა სამხედრო სწავლება კავკაზ 2012-ის მოსამზადებელი თათბირი. შესაძლოა, მხოლოდ ამ სწავლებაზე არ არის საუბარი - ეჭვობს ჩეჩნური გამოცემა.