ტირამისუს ისტორია

  09:00:59     29-08-2012

ყველამ იცის ცნობილი იტალიური დესერტი ტირამისუ, მაგრამ მისი წარმოშობის ამბავი ალბათ ბევრს არ სმენია. მის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთი ვერსიით, XVII საუკუნეში ეს დესერტი პირველად ქალაქ სიენაში მომზადდა ტოსკანის დიდი ჰერცოგის – კოზიმო დე მედიჩის სტუმრობის პატივსაცემად, რომელიც ტკბილეულის დიდი მოყვარული გახლდათ. ჰერცოგი მოიხიბლა ნუგბარით და მას სასწრაფოდ zuppa del duca (ჰერცოგის სუპი) დაარქვა. რეცეპტმა ბოლოს ფლორენციამდეც მიაღწია, სადაც იმ დროს თავს იყრიდა მსფოლიო კულტურის ელიტა. ტირამისუ იქცა მეფის კარის საყვარელ ჩაროზად და ვინაიდან მას აფროდიზიაკად თვლიდნენ (მიაწერდნენ აღმგზნებ მოქმედებას) – ამის გამო მეფის კარისკაცები ყოველი სასიყვარული პაემნის წინ zupa del duca-თი იტკბარუნებდნენ პირს. რეცეპტმა ფლორენციიდან ვენეციაში ჩააღწია, სადაც მას ტირამისუ შეერქვა (იტალიურიდან ითარგმნება, როგორც ,,ამიტაცე”) და იქიდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში.