
საქართველო-რუსეთის საზღვართან საქართველოს შს სამინისტროს სპეცოპერაცია მიმდინარეობს
01:53:35     29-08-2012
საქართველოს შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია.