სად ინახავს მსოფლიო მაფია თავის დანაზოგს...

  13:26:03     28-08-2012

მსოფლიო ფინანსური კრიზისი ორგანიზებული დანაშაულისათვის საუკეთესო პერიოდად იქცა. სკანდალების სერიამ ცხადყო რამდენიმე მსხვილი ბანკისა და ბანდიტთა იატაკქვეშა სამყაროს, კონტრაბანდისტების, ნარკოტიკებით და იარაღით მოვაჭრეების კავშირები - წერს ჟურნალისტი რობერტო სავიანო “ნიუ იორკ თაიმსში”.

მისი თქმით, ბანკირებსა და განგსტერებს შორის ურთიერთობა ახალი არ არის, მაგრამ მან, ფინანსურ სამყაროში უკვე საერთაშორისო დონის პიკს მიაღწია.

მაგალითად, გასულ თვეს, სენატის მიერ ორგანიზებულომა გამოძიებამ ცხადყო, რომ მსოფლიოს უდიდესი ფინანსური კონგლომერატი, ბანკი ეიჩ-ეს-ბი-სი უზრუნველყოფდა მექსიკელი ნარკოდილერების ფინანსურ ტრანზაქციებს, გამოვლინდა საუდის არაბეთის ფინანსისტებისა და ირანელი ბანკირების კავშირი ალ-ქაედასთან. ისინი ცდილობდნენ გვერდი აეარათ ამერიკული სანქციებისთვის.

ბევრ შემთხვევაში ფული, მიღებული ნარკოტიკების გაყიდვიდან, ერთადერთი ლიკვიდური საინვესტიციო კაპიტალი იყო, ხელმისაწვდომი ზოგიერთი ბანკისათვის, როცა კრიზისმა თავის პიკს მიაღწია – ამბობს იტალიელი ეკონომისტი ატნონინიო-მარია კოსტა.

ბანკების საშუალებით, დანაშაულებრივი ორგანიზაციების ფინანსირება ხან მცირდებოდა, ხანაც იზრდდებოდა. 70-იანი წლის ბოლო 80-იანების დასაწყისში ორგანიზებული დანაშაულის ნაღდი ფული ბანკებში გადავიდა. ამან გამოიწვია ის, აშშ-სა და ევროპაში მიიღეს ზომები, რომელიც ფულის სართაშორისო გათეთრებას ამუხრუჭებდა.

თუმცა შემდეგ სიტუაცია ისევ უკან დაბრუნდა, ნაწილობრივ საბჭოთა კავშირის დანგრევისა და რუსეთში ფინანსური კრიზისის გამო.

80-იანი წელების შუა პერიოდში კგბ-მ რუსული მაფიის საშუალებით კომუნისტური პარტიის ფულის საზღვარგარეთ გადატანა დაიწყო. შესაძლოა, დაახლოებით 600 მილიარდი დოლარიც გავიდა რუსეთიდან, რაც ქვეყნის გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. რუსული მაფიის ლიდერებმა ასევე ისარგებლეს შემთხვევით, რომელსაც პრივატიზაცია იძლეოდა, რათა შეესყიდათ სახელმწიფო საკუთრება. მაშინ 1998 წელს რუბლი გაუფასურდა და ქვეყანაში დეფოლტის პროვოცირება მოხდა - წერს ჟურნალისტი.

მისი ანალიზით, ბოლო პერიოდში ფულის გათეთრებამ ამერიკიდან ევროპაში გადაინაცვლა. ევროპის ხანგრძლივი კრიზისი უკვე 3 წელია გრძელდება, რამაც დამნაშავეთა სამყაროს უფროს გაბედულად მოქმედების საშუალება მისცა.

მაგალითის სახითმას მოჰყავს საბერძნეთი და ესპანეთი. საბერძნეთში, სადაც დაკრედიტება უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდებოდა, სალონიკში პოლიციამ აღმოაჩინა კრიმინალური სტრუქტურა, რომელიც კვირაში 5-დან 15%-ში გასცემდა სესხს და მერე ხალხს გადაუხდელობისთვის სჯიდა.

რაც შეეხება ესპანეთს, წერს ავტორი, ის ამ მომენტში დაპყრობილი აქვთ არა მარტო ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებს, არამედ იტალიურ, რუსულ, კოლუმბიურ და მექსიკურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებს.

თანამედროვე მაფიას აქვს გლობალური სტრუქტურა. ის მოქმედებს ყველგან, საუბრობს ბევრ ენაზე, ახდენს ტრანსკონტინენტური ალიანსებისა და ერთობლივი საწარმოების ფორმირებას და დებს ინვესტიციებს ისევე, როგორც ნებისმიერი ტრანსნაციონალური კორპორაცია - წერს რობერტო სავიანო.