ოთხი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონრეალის კინოფესტივალის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას
20:54:03     18-08-2010
ოთხი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონრეალის კინოფესტივალის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
პროექტ საზაფხულო კინოსკოლის ფარგლებში გადაღებული 4 სტუდენტური ფილმი მონრეალის კინოფესტივალის (Monreal World Filmfestival) საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ფესტივალზე ამირან დოლიძის სანგარი, გიგა ლიკლიკაძის უცნობი ჯარისკაცი - ნეიზვესტნი სოლდატ, სანდრო ჯაფარიძე ავტობანი~, ვაკო კირკიტაძე სექტემბერი.
აქედან ორი ფილმი - სანგარი და უცნობი ჯარისკაცი - ნეიზვესტნი სოლდატ მოხვდა სექციაში World Focus Cinema. წელს ეს სექცია ირანში დაპატიმრებულ რეჟისორს - ჯაფარ პანაჰის ეძღვნება.
ზაფხულის კინოსკოლამ გადაღებები 2008 წლის ზაფხულში დაიწყო. გადაღებები აგვისტოს ომს დაემთხვა. ფილმების ძირითადი თემა ომის სისასტიკეა. 2008-2009 წლებში ეროვნულმა კინოცენტრმა დააფინანსა საგანმანათლებლო პროექტი ზაფხულის კინოსკოლა. პროექტის მიზანი იყო სტუდენტების მიერ ფილმწარმოების პროფესიონალური კურსის გავლა და უნარების ამაღლება.
პროექტი კინოცენტრის ხელშეწყობით განახორციელეს კომპანიებმა: სინეტეკი, კოდაკიდა ქართული ფილმი.