ბათუმში საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი გაიმართება
08:48:52     28-08-2012
პირველად, საქართველოში, ქალაქ ბათუმსა და ესპანეთის ქალაქ მარბეას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 6-9 სექტემბერს საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი „INTER ART BATUMI 2012„ გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ქართველი და ევროპელი ხელოვნების წარმომადგენლები: მხატვრები, მომღერლები, ფოტოგრაფები.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბათუმს ეწვევა ესპანეთის ქალაქ მარბელას მერი: ანხელეს მუნიოს, ვიცე მერი- ხოსე ლუის ჰერნადესი, საერთაშორისო ხელოვნების ექსპერტი, ქ. მარბელას თანამედროვე ხელოვნების გალერიის დამფუძნებელი, ჰოლანდიელი ქალბატონი ლონი ოლფერსი და ასევე მარბელას სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ევროპელი, ცნობილი მომღერლები: Yanela Brooks - ( ლათინო ამერიკა, კუბა) Themas Hofman ( ესპანეთი-მაიამი- მადრიდი) , Costa Del Solis საერთაშორისო სიმღერის ფესტივალის „REALlTY STARI`` გამარჯვებულები: Lorenzo Manzano - (ესპანეთი- მარბელა - მადრიდი,) Salome Simone - (ესპანეთი- მარბელა- საქართველო).
პროექტი „INTER ART BATUMI 2012„ ხორციელდება: ქალაქ ბათუმის მერიის, ანდალუზიის რეგიონში სავაჭრო პალატის წარმომადგენლობის, მარბელას მუნიციპალიტეტის, ანდალუზიის რეგიონში, ქართული კულტურის ცენტრის „ევრო ჯორჯია„ ( ესპანეთი) საერთაშორისო ხელოვნების ცენტრის „ ინტერ არტ ჯორჯია„ ( საქართველო), მარბელას საერთაშორისო არტ ფესტივალის „არტმარბელა„ ( ესპანეთი) ესპანური ასოციაცია „ამიგოს დე ლა მუსიკა„ ესპანეთის ბიზნესმენ ქალთა ასოციაციის მხარდაჭერითა და ორგანიზებით.
პროექტი „INTER ART BATUMI 2012„ მიზნად ისახავს, ქართული და ესპანური კულტურის პოპულარიზაციას და ევოპელ ხელოვანთა ინტეგრირებას.
აღნიშნული პროექტის შესახებ, ანდალუზიის რეგიონში საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლობისა და ანდალუზიის რეგიონში, ქართული კულტურის ცენტრის „ევრო ჯორჯიას„ ორგანიზებით, ესპანეთის, სამხრეთ ზღვისპირა, ქალაქ მარბელას მერიაში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „`INTER ART BATUMI 2012.
საერთაშორისო პროექტის ფორმატიდან გამომდინარე, ფესტივალი „`INTER ART BATUMI 2012. წარმართულ იქნება ქ, ბათუმში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, 6-9 სექტემბერს, სადაც იქნება განთავსებული პავილიონები, დამონტაჟდება სცენა. მხატვრებს, ფოტოგრაფებს, სამხატვრო გალერიის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედება, მოხდება ნახატების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა კონცერტები, მასტერ-კლასები, რომელსაც წარუძღვებიან პროფესიონალი ქართველი და ევროპელი ხელოვანები.
პროექტში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი და მათი შემოქმედების შესახებ ინფორმაცია განთავსებულ იქნება საერთაშორისო კატალოგსა და საერთაშორისო მედია საშუალებებში.