მოკლულია ჟინვალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული

  11:30:51     27-08-2012

მკვლელობა მოხდა დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალში.  დაუდგენელმა პირმა   ჟინვალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბესო ბუზალაძე მოკლა.

ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

რწმუნებული ბესო ბუზალაძე 42 წლის იყო. რწმუნებულად მუშაობის პარალელურად, ბუზალაძე ჟინვალში ახალგაზრდებს ჭიდაობაში ავარჯიშებდა.

მომხდარის შესახებ ჯერ კომენტარს არ აკეთებენ ოჯახის წევრები. ფაქტზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს მცხეთა – მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. გარდაცვლილს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.