განახლებული რაჭა - ჩვენი სიყვარული (ვიდეო)

  10:55:44     27-08-2012

ახალი შენობებები, კეთილმოწყობილი პარკები და სკვერები, გზის რეაბილიტაცია, წყალგაყვანილობის უახლესი სისტემა - ეს იმ რეფორმების მცირე ჩამონათვალია, რომელიც რაჭაში გატარდა. ამბროლაური ღამით ძალიან მიმზიდველია. გარე განათების ახალი სისტემის დამონტაჟებამ მას განსაკუთრებული ელფერი შესძინა. რაიონი რაჭის მაღალი ფერდობებიდან ხელისგულივით მოსჩანს. განათებული და განახლებული ქალაქი ნებისმიერ დამთვალიერებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.