„კომერსანტმა“ რუსეთს დაშლა უწინასწარმეტყველა

  08:26:42     27-08-2012

უცხოელი და თვით რუს გეოპოლიტიკოს ექსპერტთა ნაწილი გამომდინარე იმ წყაროების მასალებიდან, რაც მათ ხელთა აქვთ, კარგა ხანია, რაც რუსეთის დაშლას წინასწარმეტყველებენ. იმავე ექსპერტთა მოსაზრებით, რუსეთის დაშლა კავკასიიდან დაიწყება. ის ვეებერთელა ძვრები, რაც ჩრდილოეთ კავკასიაშია მოსალოდნელი რუსეთისათვის დამღუპველი იქნება, რადგანაც კრემლი ამ რეგიონის შენარჩუნებას ვერ მოახერხებს. პირველ რიგში, ეს შეეხება დაღესტანს, ჩეჩნეთსა და ინგუშეთს. აქ საკითხი მხოლოდ ასე დგას, თუ რა ფორმით დაშორდებიან ისინი რუსეთს და ვისი ინიციატივით მოხდება ეს. როგორც ვარაუდობენ, ცენტრს პირველად მჭიდროდდასახლებული მთიანი რაიონები გამოეყოფიან და თანაც არა არსებული ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით, მაგალითად, მდინარე თერგის გასწვრივ. შემდეგ უკვე რუსეთს პრობლემები ვოლგისპირეთშიც შეექმნება. კერძოდ, თათრეთში, ანუ თათარსტანში როგორც მას უწოდებენ, გარკვეული მოძრაობები უკვე ახლაც შესამჩნევია. ანალოგიური პროცესების განვითარებაა მოსალოდნელი ბაშკირეთში, ანუ ბაშკორტოსტანში. ასეა თუ ისე, ნათელია, რომ უცხოელ გეოპოლიტიკოს ექსპერტთა ანალიზი რუსეთს კარგს არაფერს უქადის. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კრემლს ოპტიმიზმის საფუძველს ვერც რუსი ექსპერტების ანალიზები აძლევს.

კერძოდ, რუსული გაზეთი „კომერსანტი“ იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ რუსეთი უკვე დაშლის ზღვარზეა.

„კორუფციის გამო რუსეთი დაშლის ზღვარზე იმყოფება“, – კონსტატირებს „კომერსანტი“ და იქვე დასძენს, რომ ამ პროცესს არაფერი ეშველება, რადგანაც კორუფცია პუტინისტურ–ჩეკისტური ოფიციალური სახელმწიფო იდეოლოგიის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი და წყაროა.

როგორც ჟურნალისტები ირწმნებიან: „3–4 წლის მანძილზე ქრთამის მოცულობა 33–ჯერ გაიზარდა. რუსეთში ქრთამის საშუალო დონე 2008 წელს 9 ათასი რუბლიდან 2011–2012 წლებში 300 ათას რუბლამდე გაიზარდა. თუ 2008  წელს  ჩრდილოვანმა შიდა სასაქონლო პროდუქციამ დაახლოებით 33 % შეადგინა, ახლა იგი 52,6 % გახდა.

სპეციალისტთა შეფასებით, რუსეთმა ან უკვე მიაღწია კორუფციულ ფსკერს, ან კრიტიკულ ნიშნულზეა დაფიქსირებული.

იწყება „სახელისუფლებო ინსტიტუტების ლპობის, ეკონომიკური და პოლიტიკური რღვევის სტადია“. ამასთან ქრთამის საშუალო ზომა „რეგიონებს“ მიხედვით განსხავავებულია. მაგალითად, მოსკოვის ოლქში ეს მაჩვენებელი ხუთჯერ გაიზარდა.

გამომდინარე აქედან, თუ რუსეთი პოლიტიკურ პრეოცესებს გადაურჩა, ფაქტია, რომ მას კორუფცია ბოლოს მოუღებს.