
სალათა „სოკოს მინდორი"
08:10:46     27-08-2012
მასალა:
400გრ. მოხარშული ხორცი (საქონლის)
300გრ. პიკელებული სოკო
100გრ. ყველი
კამა
მარილი, წიწაკა, მაიონეზი გემოვნებით
მომზადება:
ხორცი და სოკო დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავუმატოთ გახეხილი ყველი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და გარშემო მოვაწყოთ სოკოები.