ნაციონალური მოძრაობა, საარჩევნო მარათონში, დიდ უპირატესობას ინარჩუნებს

  16:03:06     25-08-2012

ამერიკული კომპანია "გრინბერგ ქუინლან როზნერის" მიერ ჩატარებული აგვისტოს კვლევის შედეგების თანახმად,  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო მარათონში დიდ უპირატესობას ინარჩუნებს. 

GQR-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც სავარაუდოდ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 55-33% უპირატესობით უსწრებს წამყვან ოპოზიციურ პარტიას - ,,ქართულ ოცნებას" ( მას შემდეგ, რაც მოხდა იმ ამომრჩევლების გადანაწილება, რომელთაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, არ იცის ვის მისცემენ ხმას და ვინც უარს აცხადებს პასუხზე ) – ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საუკეთესო მაჩვნებელია ამ მარათონის განმავლობაში.

წყარო