ნამცხვარი "ჩამოცვენილი ფოთლები"
08:55:41     25-08-2012
მასალა:
პურის ფქვილი 1,5 ჭიქა
კვერცხი 4ც.
შაქარი 1,5 ჭიქა
სოდა 1 ჩ/კ.
კრემი:
არაჯანი 0,5ლ.
შაქარი 1 ჭიქა
კაკო 1–2 ს/კ.
გატარებული ნიგოზი ან დაფხვნილი ორცხობილია გასაფორმებლად.
მომზადება:
კვერცხი და შაქრი ავთქვიფოთ, დავამატოთ სოდა, პურის ფქვილი და კარგად ავურიოთ (ცომს უნდა ჰოქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია). მომზადებული ცომი სუფრის კოვზით მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე პატარა რგოლებად ერთმანეთსიგან 4–5 სმ–ს დაშორებით (რათა ერთმანეთს არ მიეკროს) და გამოვაცხოთ 200* გაცხელებულ აირღმელში 5–6 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ რგოლები ცოტა გავაცივოთ, შემდეგ თითოეული ჩანგლის საშუალებით ამოვავლოთ მომზადებულ კრემში და დავაწყოთ ერთმანეთზე, თავზე მოვასხათ კრემი და მოვაყაროთ გატარებული ნიგოზი ან დაფხვნილი ორცხობილა. მომზადებული ტორტი შევდოთ მაცივარში რამოდენიმე საათით.
კრემის მომზადება:
შაქარი ავთქვიფოთ არაჟანთან ერთად, შემდეგ დავამატოთ კაკო და კარგად ავურიოთ.