ექსპერტი: რუსულ–კავკასიური ომი რუსეთისთვის სიკვდილისწინა კრუნჩხვებია
09:15:33     24-08-2012
ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის ყოფილმა ელჩმა, იური შჩერბაკმა კიევში გამომავალ გაზეთ „დენთან“ ინტერვიუში ისაუბრა რუსეთის დაშლის შედეგად ამ ქვეყნის მოსალოდნელი კვდომის შესახებ. მან კერძოდ აღნიშნა:
„ჩვენ უკვე ვნახეთ იმპერიული კრუნჩხვები – ომი კავკასიაში და გვესმის, რომ ასეთ ფორმატში რუსეთს არ შეუძლია იარსებოს. უბრალოდ გასაოცარია, როცა ევრაზიულ განზომილებაზე ფიქრობდნენ, არ ესმოდეთ, რა ხდება ცენტრალურ აზიაში.
უზბეკეთმა რუსეთი გამოიწვია; ყაზახეთმა, რომელიც ჩინეთთან უფრო ახლოსაა, საკუთარ თამაშს თამაშობს; ტაჯიკეთთან საზღვარზე, რომელიც უკვე თითქმის ამოვარდა რუსული ორბიტიდან, გაჩნდა ხვრელი. რუსეთს არ ძალუძს არანაირი აზიური კავშირის შექმნა, რადგან ესენი აბსოლუტურად სხვადასხვა ხალხია, სხვადასხვა ცივილიზაციები და ორიენტაციები. ასეთი გაერთიანების შექმნა უპერსპექტივო გზაა.
რუსეთის იმპერიას არა აქვს არსებობისთვის ისტორიული საშუალება. გავა 3, 5, 10, შესაძლოა 50 წელიც (ეს ისტორიულ პერსპექტივაში არც ისე ბევრია), სანამ რუსები დაიშლებიან.
რუსული იმპერიული იდეოლოგიის შეცდომებისა და მტრობის ვეებერთელა საშიშროება იმალება უკრაინასა და ბელორუსთან, როგორც ცალკეულ ხალხთა მიმართ პრეტენზიებში, რომლებსაც აქვთ უფლება საკუთარი სახელმწიფოები გარდაქმნან. რუსეთი კატეგორიულად უარყოფს უკრაინის, როგორც ცალკეული ერის, სახელმწიფოს, კულტურისა და ენის არსებობის უფლებას.
მათ არ ესმით ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ალექსეი ნავალნის გამოსვლა, რომელიც რუსული ოპოზიციის ლიდერად მიიჩნევა და ლიბერალურ იდეებს ქადაგებს. მან იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში არაფერი გაეგება.
მათი სტრატეგია აგებულია ყოველივე უკრაინულის საწინააღმდეგო მტრულ აქციებზე. თუმცა, მსგავსი ტაქტიკა რუსეთს კოლოსალურ მარცხს მოუტანს. თვით ის უკრაინული საზოგადოების ნაწილიც კი, რომელიც მეზობლის მიმართ პატივისცემით იყო განწყობილი და ფაქტობრივად პრორუსული გახლდათ, ბოლოს და ბოლოს გაიგებს, რომ ეს ძალზე საშიში მეზობელი, ყოველივე უკრაინულის მტერია.
იმ დროს, როცა სხვა სლავები: პოლონელები, ბულგარელები, სლოვაკები უკვე ევროკავშირსა და ნატოში არიან, სამი სლავური ქვეყნის გაერთიანება უგუნურებად მოჩანს.
პროგრესულ ქვეყნებს არ სურთ რაიმე საერთო ჰქონდეთ განვითარების დაძველებულ აზიურ–რუსულ დესპუტურ მოდელთან. მთავარი რუსი იმპერიალისტი პუტინი უსმენს დუგინს („კაგებეს“ გენერლის შვილს), რომელიც მას თავს ახვევს მე18 საუკუნის იდეებს და ფიქრობს, რომ ისინი 21–საუკუნეშიც იმუშავებს. რუსეთი სთავაზობს უპერსპექტივო, ჩიხურ ვარიანტს“.