სალათი "ვიტამინი"
09:01:10     24-08-2012
მასალა:
300გრ. წითელი კომბოსტო
200გრ. პომიდორი
200გრ. კიტრი
200გრ. ბულგარული წიწაკა
100გრ. ბოლოკი
პრასი ან ხახვი
მწვანილი (კამა)
მარილი გემოვნებით
მცენარეული ზეთი.
მომზადება:
წვრილად დავჭრათ კომბოსტო, ბოლოკი, ხახვი, კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, მწვანილი, ყველაფერი მოვათავსოთ ჯამში მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ზეთი და კარგად ავურიოთ.