
მურაბიანი ფუნთუშები
08:59:01     24-08-2012
მასალა:
1კგ. ფქვილი 2,5 ჭ. რძე
2 კვერცხი
3/4 ჭ. შაქარი
150-200გრ. კარაქი
ვანილი.
მომზადება:
თბილი რძე, ფქვილის ნაწილი და 30 გრ საფუარი კარგად ავურიოთ და ვაცალოთ აფუება, შემდეგ დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები (კარაქი გამდნარი უნდა იყოს) და მოვზილოთ ცომი. ისევ დავდგათ ასაფუებლად . შემდეგ ცომისგან ვაკეთებთ პატარა ბურთებს და შიგნით ჩავუდოთ უკურკო ალუბალი (გარგარი ატამი და ა.შ), + ცოტა შაქარი, ჩავალაგოთ გამოსაცხობ ფორმაში ახლო-ახლოს და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. თავზე წავუსვათ კვერცხი ღუმელში შედგმამდე.